თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელიც პატიმრობიდან გუშინ გათვისუფლდა ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც „თბილსერვისისა“ და რიყის გასხვისების საქმეზე პროცესი იწყება.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას უგულავამ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა სახიფათო თამაში წამოიწყო, რომელიც ადრე თუ გვიან მასაც დააზარალებს.
ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები ციხეში იმყოფებიან ეს ასევე აზიანებს ქვეყანასაც.
„ივანიშვილმა წამოიწყო თამაში, რომელიც არის ორლესული მახვილი, რისი თვისებაც არის, რომ შეიძლება მოწინააღმდეგე დააზარალოს, მაგრამ ადრე თუ გვიან შენც დაგაზარალებს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ყველაფერი ქვეყანას აზარალებს. ეს პოლიტიკური კლიმატი, დაძაბულობა, შურისძიების გაღვივება და პოლიტიკური დევნა, რაც მთავრობისგან მოდის არის პირდაპირ იმის კორელაციაში, რაც ხდება. ეს პატარა ქვეყანაა და აქ პოლიტიკური ფაქტორი დიდია, როდესაც პოლიტიკა ამყრალებულია, ეს გადაედება ეკონომიკას, როდესაც უკვე ეკონომიკაში პრობლემებია, ეს უკვე თითოეულ ადამიანზე აისახება“, - განაცხადა უგულავამ
მასალის გამოყენების პირობები






