თბილისის მერის ვიზიტი ვარშავაში გრძელდება
პოლიტიკა - 11:29, 18 Sep, 2015     1147
თბილისის მერი დავით ნარმანია ვარშავაში ,ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას დაესწრო. ღონისძიებზე თბილისის მერმა შეკრებილ საზოგადოებას საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით არსებული ვითარება გააცნო.

შეხვედრაზე ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყნაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. იმსჯელეს საქართველოზეც, რომელიც ამჟამად პოსტ-მონიტორინგის ფაზაში იმყოფება. ღონისძიებაზე საქართველოში არჩევნების შემდგომ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებასთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიში წარადგინეს, სადაც ნათქვამია, რომ მომზადებული გზამკვლევი, რომელშიც ასახულია ყველა ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის საჭიროა, საქართველოს ხელისუფლებასა და კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მხრიდან შეთანხმებულია, მალე დამტკიცდება და საქართველოს გადაეცემა.

თბილისის მერის განცხადებით, ანგარიშში სათანადოდ არის შეფასებული საქართველოში გატარებული და მიმდინარე რეფორმები. ამავე დროს დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და ყურადღება გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალქეთა აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა.

"ჩვენ არ ვჩერდებით არჩევნებზე და არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში უმოქმედოდ არ ვართ, არამედ მუდმივად ვატარებთ რეფორმებს. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება არ მოვადუნოთ და წლების განმავლობაში გავატაროთ ისეთი რეფორმები, რომ ნამდვილად ადგილობრივი დემოკრატია ჩამოვაყალიბოთ ქვეყანაში",- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალური მდივნის, ანდრეას კიფერის თქმით, საქართველო კონგრესის საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული და სწორედ ამიტომაც ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერებისათვის კონგრესი საქართველოში მთელ რიგ აქტივობებს ახორციელებს.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ თბილისის მერი, დავით ნარმანია იმყოფება აქ და აქტიურად მონაწილეობს კონგრესის საქმიანობაში. ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ ხელისუფლებებთან, რათა მივაღწიოთ პროგრესს სხვა მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაზიარების გზით",-განაცხადა ანდრეას კიფერმა.

მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას თბილისის მერთან ერთად რუსთავის მერი დავით ჯიქიაც ესწრებოდა. პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში დღეს ქალაქის მერი ევროპული ქარტიის 30 წლისთავთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42