“ივანიშვილი ვერ გრძნობს ვერანაირ საერთაშორისო კონტექსტს, რა გეოპოლიტიკური მდგომარეობაა ქვეყნის გარშემო. ის ვერ გრძნობს, შიგნით რა ხდება ქვეყანაში, მას არ ანაღვლებს და არ აინტერესებს არაფერი, მაგრამ მას აინტერესებს ძალაუფლების შენარჩუნება, ამისთვის ვალდებულია, ის გავიდეს არჩევნებზე. არ შეცვლის საარჩევნო კოდექსს ახლა? იმ საარჩევნო კოდექსით მოვუგებთ, რომელი საარჩევნო კოდექსითაც 2012 წელს წავაგეთ, არც მანდ არ არის პრობლემა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავალთ არჩევნებზე, მთავარია, ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე მშვიდად, ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე წყნარად და არჩევნებზე გავისტუმროთ ეს ადამიანი და ის შავი კოშმარი, რაც ამ ქვეყანას დაატეხა თავს. არჩევნები არის მოახლოებული, რიგგარეშე დაინიშნება? რიგგარეშეში მოვიგებთ, 2016-ის ოქტომბერში იქნება? ოქტომბერში მოვიგებთ. შეცვლიან საარჩევნო სისტემას? მათთვისვე არის უკეთესი, იმიტომ რომ საერთაშორისო აღიარება ექნება ამ არჩევნებს. არ შეცვლიან? იმ სისტემით, რა სისტემითაც არის, იმ სისტემით მოვიგებთ არჩევნებს, იმიტომ რომ მათი მარცხი არის გარდაუვალი. ჩვენი გამარჯვება და ყველა პროევროპული ძალის გამარჯვება არის გარდაუვალი და ერთხელ და სამუდამოდ, ის ექსპერიმენტი, რომელიც ჩვენ ჩვენს თავს ჩავუტარეთ და ეს იყო ძალიან კარგი აღმზრდელობითი ექსპერიმენტი, რომ "მდიდარი მოვა და თავის ფულს დახარჯავს, მდიდარი მოვა და აღარ მოიპარავს", ქურდებით გაავსეს მთელი სახელმწიფო უწყებები, ეს მითი დაინგრა. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ქვეყნის განვითარებისთვის და მომავალი დადებული აგური ქვეყნის განვითარებისთვის. ”- განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






