"... ამიტომაც გამოვიდა გიგი უგულავა ციხიდან ნელსონ მანდელასავით !"- ალეკო ელისაშვილი
სოც.მედია - 10:57, 18 Sep, 2015     20007
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გიგი უგულავას გათავისუფლებას ეხმაურება:

"იმის ნაცვლად რომ ამ ხნის მანძილზე ხელისუფლებას მოესმინა და გაეთვალისწინებინა გულშემატკივრის პოზიციიდან მოლაპარაკეთა კრიტიკა, კრიტიკის შინაარსზე მსჯელობის ნაცვლად ზემოდან ყურება და იარლიყების მიწებება დაიწყეს. პირადად მე ფაქტია ვიყავი გულანთებული მხარდამჭერი "ოცნების" და როდესაც ბოლო პერიოდში ჩემთვის მიუღებელი და ქვეყნისა და ქალაქის საზიანო ქმედებების კრიტიკა დავიწყე - ნაციონალობა დამწამეს. ნაცვლად იმისა რომ გვემსჯელა არმოსაწონზე, გამოგვესწორებინა, უკეთესად დაგვეგეგმა ! მაგრამ კრიტიკის მიღებას და მაკრიტიკებელთან დაჯდომას, საკითხის განხილვას და პრობლემის გამოსწორებას დიდი ძალა და ქვეყნის სიყვარული უნდა.აი ამას ჰქვია ზუსტად - პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკა და პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსობა ! მაგრამ თვითკმაყოფილ და გაჯგიმულ ღარიბაშვილს პოლიტიკა და ქვეყნის მართვა პრეზიდენტის მაგივრად "პაეზდკებში" სიარული ჰგონია, ყველა სახელისუფლებო სტრუქტურაში მოხვედრილ, წამოტივტივებულ "თამაზმეჭიაურებს" არც არაფერი ჰგონიათ, უბრალოდ ფულის შოვნა უნდოდათ და შოულობენ კიდეც, უმწეო ნარმანია ვერაფერს თავს და ბოლოს ვერ უგებს, პროკურატურაში მარტო შავი ჯიპები და პრემიები აინტერესებთ - ჰოდა, ამიტომაც არის ლარის კურსი გაფრენილი, ხალხი კიდევ უფრო დამშეული და ამიტომაც გამოვიდა გიგი უგულავა ციხიდან ნელსონ მანდელასავით !

პოლიტიკიდან "თამაზმეჭიაურების", უთავბოლოების და თვითკმაყოფილი თავცარიელების წასვლის დროა

წესიერი, პასუხისმგებლობის მქონე და გულანთებული ხალხის ხელისუფლებაში მოსვლის დროა !"- წერს ალეკო ელისაშვილი ფეისბუკზე,





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42