პარლამენტი ეროვნული ბანკის ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატებზე დღეს იმსჯელებს. დეპუტატები აღნიშნულ საკითხს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
მთავრობამ სულ საბჭოს წევრობის 4 კანდიდატი წარადგინა, თუმცა მათი მხრიდან 5 კანდიდატის წარდგენა უნდა მომხდარიყო. მთავრობის საპარლამენტო მდივანის, შალვა თადუმაძის ინფორმაციით, მეხუთე კანდიდატის წარდგენა 10 ოქტომბრამდე მოხდება.
საბჭოში ხუთი წლის ვადით წარდგენილია - ეფრემ ურუმაშვილი, ხოლო შვიდი წლის ვადით - ეკატერინე გალდავა, ირაკლი კოვაზანაძე და საშა ტერნესი.
„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონით, საბჭოს შემადგენლობა შვიდი წევრისგან შედგება, რომელთაგან მთავრობა ხუთ წევრს პარლამენტს წარუდგენს, ერთ წევრს საბჭო ირჩევს, ხოლო ერთი წევრის პოსტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაიკავებს.
მასალის გამოყენების პირობები






