საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქარაძის თქმით, პროკურატურის ქმედებები სამარცხვინოა.
როგორც უგულავას გათავისუფლების შემდეგ ბაქრაძემ აღნიშნა, პროკურორები ბოლომდე ცდილობდნენ თბილისის ყოფილი მერი უკანონო პატიმრობაში დაეტოვებინათ.
„პროკურატურის მაგივრად მრცხვენია, რომელმაც დღეს ყველაფერი გააკეთა, ბოლომდე იომა და იბრძოლა, რომ იმ პირობებში როდესაც იცოდა, რომ ადამიანი უნდ გაეშვათ, რამდენიმე საათი მოეპარათ, რომ ოჯახთან ერთად არ გაეტარებინა. ეს აღარ არის პოლიტიკა და სამართალი. ეს უბრალოდ ადამიანური სახის დაკარგვაა“, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით დედაქალაქის მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. უგულავამ პატიმრობაში დაახლოებით 15 თვე გაატარა. მისი გათავიუფლების შესახებ მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
მასალის გამოყენების პირობები






