გათავისუფლებული გიგი უგულავას პირველი კომენტარი
პოლიტიკა - 23:38, 17 Sep, 2015     18407
საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებულმა გიგი უგულავამ პირველი კომენტარი გააკეთა. უგულავამ ყველა გულშემატკივარს მალობა გადაუხადა. თუმცა დედაქალაქის ყოფილი მერი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ დევნა გაგრძელდეს და ის კვლავ დააპატიმრონ.

"მე ყველა ადამიანს დიდ მადლობას ვუხდი, რომლებიც აქ მთელი დღე იყვნენ. ეს ბრძოლა ივანიშვილს ჩემთან მიმართებაში არ დაუმთავრებია. კარგად ხედავდით რა დღეში იყო პროკურატურა. პირველივე მოსახვევში კვანტს დამიდებენ. საკონსტიტუციო სარჩელით თითოეული ადამიანი ისარგებლებს.

პროკურატურა არ აპირებდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას, უბრალო ადამიანს 15 თვეს კი არა 29-საც მიუსჯიან წინასწარ პატიმრობას. ბრძოლას აქვს ყოველთვის აზრი. მიუხედავად იმისა ეს გადის ციხეზე, შეურაცხყოფაზე, წიწილების სროლაზე თუ სხვა ფაქტორზე. მათ მე არ დავუჭერივარ მე შეგნებულად წავედი ამაზე, თუნდაც იმიტომ, რომ არაფორმალურ მმართველს კიდევ ერთი ნიღაბი ჩამოსცილებოდა. ბოლო წუთამდე იყო ხრიკები, უბრალოდ გამოუვალ მდომარეობაში იყო საამართლო. საკონსტიტუციო სასამართლომ სხვა გამოსავალი არ დატოვა.

ივანიშვილი ვერ გრძნობს შიგნით რა ხდება ქვეყანაში, მას არ აინტერესებს არაფერი, მას აინტერესებს ძალაუფლების შენარჩუნება. არ შეცვლის სარჩევნო კოდექსს? - არ არის პრობლემა იმ საარჩევნო კოდექსით მოვუგებთ. მთავარია ის კოშმარი და უბედურება რაც მან დაატეხა ქვეყანას დამთავრდეს. მე არც ბოღმა მამოძრავებს და არავის მტრად არ ვთვლი, მე ვაპირებ ქვეყნისთვის სიკეთისთვის ბრძოლას.

ამ ბრძოლას მარტო იმიტომ ქონდა აზრი და ფასი, რომ თვალსაჩინო გახადა ადამიანები, რომლებიც ჩემი თანამდებობიდან წასვლისთანავე დაიკარგნენ და გამოჩნდა ასევე გულთბილი ხალხი. მე არასდროს დავიწყებ ბოღმით მოქმდებას, ამას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ არ გვინდა ივანიშვილს დავემსგავსოთ.

ივანიშვილი დაპირდა უამრავ რამეს ამის შემდეგ იმისათვის, რომ არ შეესრულებინა ძვირი დაპირებები, ყველაზე იაფი დაპირება შეასრულა და დაგვიჭირა იმიტომ, რომ ამაში ფულს არ იხდის. ღმერთმა შეარგოს ის თავის ფულიც და ყველაფერი რაც აქვთ. ქვეყნის და მოქალაქეების გაუბედურების ხარჯზე ეს მას არ შეერგება. არჩევნები მოახლოვდა-რიგგარეშე დაინიშნება მოვიგებთ, 2016 წლის ოქტომბერაში იქნება მოვიგებთ. ჩვენი პროევროპული გამარჯვება გარდაუვალია.

ივანიშვილი პოლიტიკურ ფასს გადაიხდის ამ ყველაფერში. მარტო მე არ ვიყავი უვადო წინასწარ პატიმრობაში იგივე მდგომარეობაშია ბაჩო ახალაიაც. თუ შნო და უნარი აქვთ არჩევნებში დაგვიპირისპირდნენ, ვნახოთ რა ხვითოები არიან დამარცხება მათ ხელში იქნება ამას მე მათ ვპირდებით,"- განაცადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42