კოლაფსი იმისია, ვინც ხმა არ ამოიღო, ჩემით დაწყებული და ოპოზიციონერებით დამთავრებული- უსუფაშვილი
პოლიტიკა - 19:26, 17 Sep, 2015     3245

პარლამენტის თავმჯდომარე პროკურატურის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით ხარვეზების არსებობაში დამნაშავე არა თავად პროკურატურა არამედ ის ადამიანები არიან ვისაც არასწორი და არაკონსტიტუციური კანონების მიღებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული:

„დღეს მესმის განცხადებები, რომ … სახეზეა პროკურატურის კოლაფსი. პროკურატურა მოქმედებდა მოქმედი კანონის შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილებებს იღებდა. ის სასამართლოები მოქმედებდნენ მოქმედი კანონის შესაბამისად…

ამიტომ, თუ ვინმე არაფერ შუაშია ამ კონკრეტულ საკითხში, ეს არის პროკურატურა, ეს არიან ის მოსამართლეები, რომლებმაც თავის დროზე მიიღეს გადაწყვეტილებები. თუ ვინმე შუაშია, ვის მიუღია არასწორი და არაკონსტიტუციური კანონები, რის საფუძველზეც შემდგომ მიდიოდა პრაქტიკა, ეს არის წლების წინ მიღებული გადაწყვეტილებები პარლამენტის მიერ. აქ ახლა ჩვენ არ ვიხსნით და არ უნდა მოვიხსნათ პასუხისმგებლობა ჩვენ თავზე იმიტომ, რომ ბევრი კანონი გავასწორეთ, ბევრი კიდევ უნდა გავასწოროთ, ესეც შეიძლება მალე გაგვესწორებინა, ხვალ კიდევ შეიძლება სხვა თემები აღმოვაჩინოთ. მაგრამ ახლა თითის გაშვერა, ვინაა და ვისი კოლაფსია, კოლაფსი იმისია, ვინც დღემდე ხმა არ ამოიღო, ჩემით დაწყებული და პატივცემული ოპოზიციონერებით დამთავრებული, ვისაც ჰქონდა საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. ასე, რომ სხვების კოლაფსზე ლაპარაკი არ გვინდა”.- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ სამართლებრივის სისტემის კოლაფსზე დღეს „თავისუფალი დმეოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ისაუბრა, მისი თქმით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გიგი უგულავას გასათავისუფლებლად ღონისძიებები სასწრაფოდ უნდა გატარდეს. ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი პროცედურები ავტომატურ რეჟიმში ჩატარდებოდა. მისივე განცხადებით, სახეზეა სამართლებრივი სისტემის კოლაფსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42