უგულავა ისეთივე უდანაშაულო ან ისეთივე დამნაშავეა, როგორც იყო გუშინწინ - უსუფაშვილი
პოლიტიკა - 16:07, 17 Sep, 2015     3106
გიგი უგულავას პატიმრობასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. უსუფაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა არა უგულავას ბრალეულობაზე, არამედ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე:

„გიგი უგულავა ისეთივე უდანაშაულო ან ისეთივე დამნაშავეა როგორც იყო გუშინწინ. საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია ვინმეს ბრალეულობაზე და ავკარგიანობაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა კანონის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით შეტანილ დავაზე. კანონი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტებმა მიიღეს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. სასამართლომ იმ კანონების გარკვეულ მუხლებზე თქვა, რომ ეს არის არაკონსტიტუციური. ამასთანავე ამ კანონების შეცვლასთან დაკავშირებით არ შემოსულა არანაირი ინიციატივა არც წინა მოწვევის და არც ამ მოწვევის პარლამენტში. ასე რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები, რომლებიც დღეს სხვანაირად წარმოაჩენენ ამ თემას, მინდა რომ ყველასთვის ნათელი იყოს ეს ამბავი. მოპასუხე სასამართლოში იყო პარლამენტი, ვინაიდან ჩვენ ვართ სამართალმემკვიდრე და მოქმედ კანონმდებლობაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლო შექმნილი გვაქვს იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტს გაუწიოს მეთვალყურეობა, იმიტომ რომ კონსტიტუციის შესაძლო დამრღვევევი ვართ ჩვენ, რადგან სასამართლო ამოწმებს კანონის შესაბამისობას კონსტიტუციასთან. ანუ კონსტიტუციურად არის შექმნილი ის სისტემა, რომ პარლამენტი შესაძლოა აღმოჩნდეს არასწორი, ამიტომ ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ უნდა გვქონდეს რაიმე მტკივნეული განცდები, ეს არის ჩვეულებრივი, ნორმალური პროცესი როგორც არის სხვა შემთხვევები“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უსუფაშვილმა სასამართლოების და მოსამართლეების შესახებაც გააკეთა კომენტარი და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში სასამართლოები და მოსამართლეები საზოგადოებას არ მისცემენ იმის ფიქრის საბაბს, რომ რაიმე მოვლენების გამო სასამარტლო პროცესები ჭიანურდება ან ჩქარდება:

„ ჩვენ გვინდა მოსამართლეები, რომლებიც ყველაფერს უსმენენ , მაგრამ მოქმედებენ საკუთარი სინდისის კარნახით და სხვას არავის არ ემორჩილებიან. ამიტომ თუ ვინმეს საბაბი გაუჩნდა, რომ გაჭიანურებას ქონდა ადგილი, ან ნამეტანი დაჩქარებას, რაღაცა მოვლენების გამო. მე მინდა ვისურვო, რომ მსგავსი ამბები არ განმეორდება და სასამართლოები და მოსამართლეები არ მოგვცემენ მსგავსი შეკითხვების დასმის საფუძველს და საბაბს.“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42