ბიზნესმენი ასევე აცხადებს, რომ მას აქვს სიტუაციის გაჯანსაღების მოლოდინი. ფხაკაძის თქმით, თანდათან ქვეყანა მიიღებს ჯანსაღ და ნორმალურ სახეს, ეკონომიკა და ბიზნესი კი ძლიერი გახდება.
"ლარის კურსი მოქმედებს ყველაზე – როგორც მოსახლეობაზე, ასევე ბიზნესზე. ასეა მთელ მსოფლიოში რომ ბიზნესი კეთდება მომავალზე გათვლით და რასაკვირველია, თუ გაქვს პოზიტიური მოლოდინები, უფრო მეტი და მეტი ინვესტიციები ხორციელდება ბიზნესსა და ეკონომიკაში. თუმცა, დღევანდელი ვითარება არ შეიძლება ცალკე განვიხილოთ იმისგან, რაც ხდება რეგიონში – რეგიონში ძალიან მძიმე ვითარებაა, თითქმის ყველა ქვეყანა პრობლემის წინაშეა. ამ დროს, ჩემი აზრით, სახელმწიფომ და ბიზნესმა ერთად უნდა ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი უცხოური ვალუტა შემოვიდეს ქვეყანაში. ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ მოვახდინოთ ჩვენი ეროვნული ვალუტის გამყარება", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






