უნდა დატოვოს თუ არა უგულავამ "მატროსოვი"? - იურისტების და პოლიტიკოსების შეფასება
პოლიტიკა - 13:11, 17 Sep, 2015     2295
უნდა გათავისუფლდეს თუ არა გიგი უგულავა საპატიმროდან დღესვე ? - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საკონსტიტუციო სამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერის სარჩელი უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არაკონსტიტუციურად ცნო.

პოლიტიკოსებისა და ექსპერტების შეფასებები ამჯერადაც განსხვავებულია.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ "იმისთვის რომ ბრალდებულმა დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, საჭიროა არსებობდეს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება".

ნაციონალური მოძრაობის წევრები და თბილისის ყოფილი მერის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ყოფილი მერი გუშინვე უნდა გათავისუფლებულიყო, მაგრამ სპეკულაციები ამასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, არ დასრულდა.

"იქიდან გამომდინარე, რომ წერტილი დაესვას ამ სპეკულაციებს, ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ განცხადებით, რომ გიგი უგულავა დაუყონებლივ გაათავისუფლონ უკანონო პატიმრობიდან. ველოდებით სასამართლოს დაწყებას. იმედი მაქვს, სასამართლო გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

უგულავას თანაპარტიელები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლზე გივი უგულავა უკანონო პატიმარია და დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს ე.წ. "მატროსოვის" ციხიდან.

„კონსტიტუციაში წერია, რომ არ შეიძლება ადამიანი წინასწარ პატიმრობაში 9 თვეზე მეტი ამყოფო, ეს არის ძალიან მკაფიო განაცხადი და ის სისხლის სამსართლის კოდექსზე მაღლა დგას. გიგი უგულავა უნდა გათავისუფლებულიყო ეგრევე, როგორც კი სასჯელაღსრულებას ჩაბარდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. მაგრამ როგორც ხედავთ, ამ გადაწყვეტილებას არ იღებენ. აქ უკვე მანიპულაციებს და ხრიკებს აქვს ადგილი“,- განუცხადა „ნიუპოსტს“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა.

დეპუტატმა ასევე შეაფასა კახიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც, საბოლოო გადაწყვეტილება ციხის დირექტორმა უნდა მიიღოს. დარჩიაშვილი მოუწოდებს სასჯლაღსრულების სამინისტროს, რომ აღასრულოს სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება.

„ ვისაც უნდა იმას მიაღებინონ გიგის ციხიდან გათავსუფლების გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ როგორც კი ეს გადაწყვეტილება გამოიცა, გიგი უგულავა უნდა გათავისუფლებულიყო, გინდა კახიშვილმა, გინდა ციხის უფროსმა, ან დარაჯმა მოაწეროს ამას ხელი, ეს მაგათი პრობლემაა“,- აღნიშნა ენმ-ს წევრმა.

„ნიუპოსტი“ ექსპერტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა. მისი თქმით,

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საფუძველია გიგი უგულავას პატიმრობა შეიცვალოს ან გაუქმდეს.

„ კანონის მიხედვით სასამართლომ 72 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და თუკი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გააუქმოს ან შეცვალოს პატიმრობა, სასჯელაღსრულებითი დაწესებულოება ვალდებულია გიგი უგულავა გარეთ გამოუშვას“, – აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ქმნის საფუძველს იმისა, რომ ყველა მსგავს საქმეზე დაკავებული პირების საქმეებზე წარმოება უნდა დაიწყოს და შეეცვალოს პატიმრობაში ყოფნა სხვა ღონისძიებით ან გათავისუფლდნენ პატიმრობიდან და გაუქმდეს პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება.

ექსპერტი ვალერი გელბახიანი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას სხვა გამოსავალი აღარ დარჩა და მან გიგი უგულავა პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლოს.

„ სხვა შემთხვევაში, ეს იქნება ძალადობა და კონსტიტუციის დარღვევა. კონსტიტუციის დარღვევა იმპიჩმენტის საფუძველია და აქ ნაციონალებს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა ექნებათ“, -აცხადებს გელბახიანი.

განსხვავებულია პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარის ამირან გიგუაშვილის შეფასება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მისი თქმით სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს გიგი უგულავასთვის საპატიმროს კარის გაღებას და გათავისუფლებას.

„სასჯელაღსრულების სამინისტროს არ აქვს უფლება, გაუღოს კარი გიგი უგულავას და გაათავისუფლოს ციხიდან, რადგან სასჯელაღსრულების სამინისტრომ უნდა მიიღოს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოცემული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, იგი გაათავისუფლებს კონკრეტულ პიროვნებას, ამ შემთხვევაში, გიგი უგულავას“,- აღნიშნა მან.

როგორც გიგუაშვილი აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მაშინვე შედის კანონიერ ძალაში, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო არ იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული პირის გათავისუფლების ან დაპატიმრების თაობაზე.

„ უგულავას ადვოკატებმა, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს უნდა მიმართონ და გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვონ, რაც საქალაქო სასამართლოს მიერ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული“,- დასძინა იურისტმა.

„ნიუპოსტი“ კონსტიტუციონალისტ დავით ზედელაშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მომენტიდან უგულავას „მატროსოვი“ უნდა დაეტოვებინა.

„მას შემდეგ რაც აღარ არსებობს გიორგი უგულავას დაკავების სამართლებრივი საფუძველი, აუციულებელია პირი დაუყიოვნებლივ გათავისუფლდეს. ამას მოითხოვს როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე საქართველოს სამართლებრივი სისტემა“,- აღნიშნა ზედელაშვილმა.

„ნიუპოსტი“ სახალხო დამცველის პოზიციითაც დაინტერესდა თუმცა უჩა ნანუაშვილი უგულავას საქმეზე განცხადებას ამ დრომდე არ აკეთებს.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42