100 ქართველი ახალგაზრდა ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომს თბილისში მიიღებს
პოლიტიკა - 12:30, 17 Sep, 2015     1680
100 ქართველი ახალგაზრდა ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომს თბილისში მიიღებს, - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პროგრამების სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა.

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი საქართველო-ამერიკის პარტნიორობის ისტორიაში, - ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა პირველი ამერიკული უნივერსიტეტის შემოსვლა საქართველოში, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს, სტანდარტითა და ხარისხით, ამერიკულ განათლებას მისცემს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, რომლის მეორე კომპაქტის ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი 2014 წლის ივლისში გაფორმდა.

„დღეს, ხელმოწერიდან ერთი წლის თავზე, უკვე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება ამერიკული საბაკალავრო პროგრამები ქიმიაში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში. განსაკუთრებით მიხარია, რომ წელს ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია შეიმჩნევა - საინჟინრო და ტექნიკური სპეციალობები განსაკუთრებით პოპულარული ხდება ჩვენს ახალგაზრდებში. თუ ბოლო წლების ტენდენციას გადავხედავთ, ვფიქრობ, ეს ძალიან დამაიმედებელია, რადგან გასულ წლებში მხოლოდ იურისტობას აპირებდნენ ჩვენი ახალგაზრდები და მეტი პერსპექტივა არ იყო. დღეს კი ჯანსაღი ტენდენცია შეინიშნება, ვფიქრობ, ეს არის სპეციალობები, რომლებშიც ჩვენ, ქართველებს, განსაკუთრებული ნიჭი გვაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სამართალმცოდნეობა, ბიზნესი, ეკონომიკა, ეს ის სპეციალობებია, რომლებსაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სამ წამყვან სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ქართველ სტუდენტებს სთავაზობს.

მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ საუკეთესო ქულების მქონე სტუდენტებმა ძირითადად ძირითადად ეს სპეციალობები აირჩიეს.

„ჩვენი მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილებით დავიწყეთ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი, რაც საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებით ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას ემსახურება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობას ასეთი დიდი კონტრიბუციისთვის. ყველაზე დიდი დახმარება, რაც შეიძლება მეგობარ სახელმწიფოს გაუწიო, ეს არის ინვესტიციები განათლებაში, ჩვენი ქვეყნის მომავალში, იმ ფუნდამენტში, რომელზეც უნდა დაეფუძნოს თანამედროვე, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა. დიდი იმედით გიყურებთ ახალგაზრდებს და მიხარია, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, მათ შორის რეგიონებიდან, განსაკუთრებული ცოდნით და ნიჭით გამოირჩევა. ეს ჩემთვის ძალიან დამაიმედებელია. მჯერა, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ნიჭი და საჭიროა მაქსიმალური კონცენტრიება ისეთ სპეციალობებზე, როგორიაა ინჟინერია და ტექნოლოგიები. პირადად ჩემი და მთავრობის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ. ხელს შეგიწყობთ, რომ თქვენი ცოდნა აიმაღლოთ და საბოლოო ჯამში თქვენი ნიწი მოახმაროთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას“, - მიმართა პრემიერმა სტუდენტებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა მისი ინიციატივით დაარსებული განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმატებული საქმიანობის შესახებ, რომელმაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად უკვე 200-ზე მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა.

„მთავარი პირობა, რაც მე დავაყენე, იყო ის, რომ საჭიროა სახელმწიფოს მიერ ინვესტირებული თანხის გონივრულად გამოყენება. ეს გულისხმობს იმას, რომ სტუდენტები, რომლებიც ამ პროგრამით მიიღებენ განათლებას, ვალდებულნი იქნებიან, დაბრუნდნენ საქართველოში. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს კაპიტალს, ჩვენს გამორჩეულ ახალგაზრდებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და იმედი მაქვს, თქვენი ცოდნა მოხმარდება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას“, - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პროგრამების სტუდენტებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42