საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უგულავას გათავისუფლების საფუძველი არ არის - კობახიძე
პოლიტიკა - 10:17, 17 Sep, 2015     2899

უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გიგი უგულავს გათავისუფლების საფუძველს საფუძველი არ არის.

განმარტებას კობახიძე სოციალურ ქსელში აკეთებს.

მისი თქმით, ყოფილი მერის გასათავისუფლებლად საჭიროა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება.

„საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმა, რომელიც სწორედ წინა ხელისუფლების დროს იქნა მიღებული და ამ ნორმით ასეულობით პატიმარი ყავდათ ციხეებში გამოკეტილი, არცერთ ადვოკატს მაშინ( არც მე მათ შორის) აღნიშნული ნორმა არ გაუსაჩივრებია, შეიძლება იმიტომ რომ მასში ანტიკონსტიტუციურობა ვერ დაინახეს, ან უფრო იმიტომ, რომ რეჟიმის პირობებში ასეთ სარჩელს დასაშვებადაც კი არ ცნობდა სასამართლო და ამის უამრავი მაგალითი არსებობს, მაგალითად მოლაშვილის საქმე, რომელსაც პირადად ვაწარმოებდი და მახსოვს, ახალაიას უწყებამ სასამართლო პროცესზეც კი არ მოიყვანა მაშინ პატიმარი.. დღეს თუ სასამართლო და მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების წნეხისგან თავისუფალია და ასეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას იღებს, ეს ნიშნავს რომ რეჟიმი აღარ არის ამ ქვეყანაში და ეს მხოლოდ კარგია! კარგია, თუკი ეს ნორმა მართლაც არაკონსტიტუციური იყო და ის სასამართლომ სწორედ ასეთად ცნო, მაგრამ აქ მთავარი მაინც ის არის, მართლაც შინაგანი რწმენით, სამართლის პრინციპებით და ღირებულებებით, დამოუკიდებლად და თავისუფლად მიიღეს ინდივიდუალურმა მოსამართლეებმა ეს გადაეყვეტილება, თუ ნაციონალურ მოძრაობასთან აღებული რაიმე ვალდებულებებით, მათთან კავშირებით, მეგობრობით. რა ვქნა, არ მჯერა, რომ სასამართლო და პირადად პაპუაშვილი წარსულის გავლენისგან თავისუფალია, ეს მძიმე წარსული, როგორც ჩანს ბევრჯერ შექმნის კიდევ პრობლემას! რაც შეეხება უგულავას გათავისუფლებას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის პირდაპირ მისი გათავისუფლების საფუძველი, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მხოლოდ საერთო სასამართლოა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით, და რაც მთავარია, სასამართლოს განაჩენია ჯერ კიდევ წინ, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს ყოფილი მერი იქნება თავისუფალი თუ მოიხდის სასჯელს“, - წერს კობახიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42