ე.წ. მატროსოვის ციხესთან, სადაც გიგი უგულავას ადვოკატების მიერ მიტანილი საკონსტიტუციოს სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაიბარეს. ეს ფაქტი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ კურიერთან საუბრისას გააპროტესტა და უგულავას "პოლიტპატიმარი, უკანონო პატიმარი და ივანიშვილის პირადი პატიმარი" უწოდა.
"ეს არის უკვე გამარჯვება მთელი საქართველოსი. საკონსტიტუციო სასამრთლომ დაამტკიცა, რომ არ შეიძლება პატიმრობაში გყავდეს პირი განუსაზღვრელი ვადით, სანამ პროკურატურას, მთავრობას, ან დე-ფაქტო მმართველ ივანიშვილს ენდომება, თუკი არ არსებობს სასამრთლოს განაჩენი. ახლა არის შემდეგი ტესტი - რამდენად შორს წავა ივანიშვილი ინსტიტუტების, კანონმდებლობის დემოკრატიული ტრადიციების დანგრევის საქმეში," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ბოკერიას თქმით უგულავას თანაგუნდელები და ადვოკატები მშვიდობიანი პროტესტისა და სამართლებრივი მექანიზმების ყველა ფორმას გამოიყენებენ, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს.
"ევროსასამართლოში არის უგულავას საქმე და ეს მოვლენებიც ასახვას ჰპოვებს" - აღნიშნა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






