როგორც ელჩმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, მისი ერთ-ერთი მთავარი პირორიტეტი საქართველოს მხარდაჭერა იქნება.
"ხვალ პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს გადავცემ, მანამდე ბევრს არ ვისაუბრებ და შევეცდები, თავი შევიკავო, თუმცა ჩემს ძირითად პრიორიტეტად ვხედავ, საქართველოს დავუჭირო მხარი, გავაღრმავოთ ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის სეერთებულ შტატებს შორის. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რასაკვირველია, გახლავთ საქართველოს მხარდაჭერა, მეტი ინტეგრაციის ხელშეწყობა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში, რაც გაცხადებულია საქართველოს მიერ. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ვიქნები ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი საქართველოსი, ასევე საქართველოს მისწრაფებების და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების", - განაცხადა იან კელიმ.
მასალის გამოყენების პირობები






