გახდება თუ არა კახა კალაძე "ოცნების" განტევების ვაცი
პოლიტიკა - 18:03, 16 Sep, 2015     6583
იურისტი ვალერი გელბახიანი გაზეთ „ალიასთან“ უახლოეს მომავალში ქართულ პოლიტიკაში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს. გელბახიანის თქმით არჩევნებამდე 6 თვით ადრე კოალიციაში რღვევა დაიწყება და ამავე პერიოდში მოხდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.

„სოციალურ გამოკითხვებში, ფაქტობრივად უკვე ჩანს, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში მოსაგები რეიტინგი არ აქვს, გამომდინარე აქედან, დაწყებულია ფიქრი, რომ გაარღვიონ უნდობლობა და დაარწმუნონ მოსახლეობა იმაში, რომ მათ შეუძლიათ , გააუმჯობესონ სოციალური მდგომარეობა. აქ არის მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი, შექმნილი მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონის გადაბრალება მოხდეს ერთმანეთზე, მოიძებნოს განტევების ვაცები და თქვან, რომ ეს იყო მათი ბრალი და აღარ განმეორდება, თუკი ჩვენ მხარს დაგვიჭერთ.“- აცხადებს გელბახიანი.

კითხვაზე თუ რატომ გახდა სიის პირველი ნომრის კახი კალაძის შეცვლის აუცილებლობა და რატომ დაიწყო საუბარი , რომ სიის სათავეში ბიძინა ან უტა ივანიშვილი შეიძლება აღმოჩნდეს, გელბახიანი აცხადებს, რომ კალაძე თანამონაწილეა იმ პროცესების რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს:

„შეიძლება, რაღაც ნაწილში ასეც იყოს, რომ კალაძემ, როგორც სიის პირველმა ნომერმა, ვერ გაამართლა. რა თქმა უნდა , მოსახლეობის სოციალური ფონის დამძიმებაში კალაძის როლი არსებობს, ვგულისხმობ ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადის გაძვირებას. მან ვერ უზრუნველყო ვერც სათანადო კომპენსაციები და ბევრი მიმართულებით აქვს მას ჩავარდნა. მან ბიზნესში გამოიჩინა პირადი მონაწილეობა, შესულია კორუფვციულ გარიგებაში , სახელმწიფოს ხარჯზერ შოულობს ის ფულს. აქედან გამომდინარე, კალაძე, როგორც პოლიტიკური ფიგურა, აღარ მოჩანს ისეთი სიკაშკაშით, როგოც აქამდე ჩანდა და როცა ხალხს მის სფეროში უმძიმდება ყოფითი პრობლემები, უძვირდება სამომხმარებლო ტარიფი, რა თქმა უნდა , მოსახლეობა ამას კალაძეს მიაწერს“- აცხადებს გელბახიანი,

წყარო „ალია“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42