მისი განმარტებით, ის 50 გვერდიან გადაწყვეტილებას წაუკითხავად ხელს ვერ მოაწერდა.
„არ ვიცოდი, რომ გადაწყვეტილება გუშინ ცხადდებოდა. ამის შესახებ 11:00 საათიდან ჟურნალისტებმა და მხარეებმა იცოდნენ. მე გამოცხადებიდან ერთი საათით ადრე გავიგე ამის შესახებ, როდესაც მომხსენებელმა მოსამართლემ დამირეკა და მითხრა, რომ ან მე მომეწერა ხელი გადაწყვეტილებაზე სასამართლოში, ან თვითონ მომიტანდა გადაწყვეტილებას იქ, სადაც ვიქნებოდი. ამაზე კატეგორიული უარი განვაცხადე. არ შეიძლება მოსამართლეს აძლევდე 50 გვერდიან გადაწყვეტილებას ხელმოსაწერად და ეუბნებოდე მას წაუკითხავად მოაწეროს ამ გადაწყვეტილებას ხელი. მსოფლიოში არ არებობს მოსამართლისადმი ისეთი უპატივცემულობა, რომელიც გუშინ ჩემს მიმართ გამოიხატა. საკონსტიტუციო სასამართლოს ვუთხარი, რომ როდესაც გადაწყვეტილება მზად იქნებოდა, მათ ჩემთვის უნდა მოეცათ არა დიდი დრო, არამედ გონივრული დრო. მჭირდებოდა რადენიმე დღე - მაქსიმუმ ერთ კვირამდე", - განაცხადა ტურავამ.
მასალის გამოყენების პირობები






