დღევანდელი მონაცემებით, ამერიკულ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი ისევ დაეცა და ხვალიდან 2.4310 ლარი იქნება. კომერციულ ბანკებში კი 1 ამერიკული დოლარი 2.54 ლარს აღწევს.
სპეციალისტები მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მოუწოდებენ, რომ ლარის გაუფასურების შესაჩერებლად სასწრაფოდ მიიღონ ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოდგომაზე ინფლაცია გარდაუვალი იქნება.
როგორც „ნიუპოსტს“ ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ განუცხადა, თუ ხელისუფლებამ ეკონომიკურ პოლიტიკას არ გადახედა ეროვნული ბანკი და მთავრობა ურთიერთგადაბრალების რეჟიმში დარჩნენ, ლარის დევალვაცია სწრაფი ტემპებით გაგრძელდება.
დემურ გიორხელიძე: "არსებობს საფრთხე დევალვაცია გადაიზარდოს ინფლაციურ ზეწოლაში. ეს დამოკიდებულია იამაზე თუ არას მოიმოქმედებს საქართველოს მთავარობა და ეროვნული ბანკი. ინფლაციური პროცესი ფაქტიურად დაწყებულია. ფასების ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია მედიკამენტებზე და კვების პროდუქტებზე. ინფლაცია ორ ნიშნა ციფრს გადასცილდა ეს ნამდვილად საჭიროებს შეთანხმებულ მოქმედებას ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის. ფაქტია რომ კრიზისის მოკლევადიანი მაკრო ეკონომიკური მიზნები დასახული არ არის. ამ დომდე ჰაერზე ლაპარაკები გვესმის. საუბრები იმაზე რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები კარგია და სპეკულაციური მომენტებია მხოლოდ, ეს არის სულელური და არკომპეტენტური, დილეტანტების საუბრები. საერთოდ არ უნდა გესმოდეს რა ჭირს ლარს, როცა ეძებ დამნაშავეს, ვიღაც ბოროტ ძალებში. საბაზრო ეკონომიკაში მთავარი პრობლემა არ არის სპეკულანტები, ჩვენს სპეკულირებს ვეწევით როცა მივდივართ და ჯიხუირებში ლარის გადაცვლას ვახორციელებთ მყარ ვალუტაში, რომ გარკვეული მოგება მივიღოთ. საუბარია იმაზე რომ მონოპოლურ მსხვილ ფინანსურ ჯგუფებს სახელმწიფოს უმაღლესი სტრუქტურები ეხმარებიან - ეს არის ყველაზე დიდი საზიზღრობა, რამაც კიდევ ერთი დამატებითი ზეწოლა გააჩინა. ქვეყანაში ეკონომიკური პირობები არ უმჯობესდება. ქვეყნიდან გადის ფული, არც ერთი გონიერი ადამიანი საქართველოში ფულს არ გააჩერებს. შემოსავლები თუ უჩნდება იმ წუთში ცვლის დოლარში და ეს ფაქტორები, ისევე როგორც საგარეო ფაქტორები, რომელიც არ უმჯობესდება იწვევს ლარის გაუფასიურებას.
მთავარი პრობლემა მთავრობის უუნარობაშია, მას არ შესწევს უნარი იყოს შესაბამისი დროისა და პრობლემების მიმართ და იმოქმედოს არა ისე, როგორც თვითონ მიაჩნია არამედ ისე, როგორც ეს ეკონომიკას სჭირდება. უსაშველოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა გვაქვს სახეზე ამ დროს კი თვითკმაყოფილ ხელისუფლებას ვხედავთ.
პოლიტიკოსები ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საგარეო ფაქტორბს უკავშირებენ.
უმრავლესობის დეპუტატებს მაგალითად უკრაინაში და თურქეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები მოჰყავთ.
დეპუტატები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მათივე ეროვნული ვალუტაც გაუფასურდა.
„ლარის კურსი ეცემა დოლართან მიმართებაში. ეს არ არის ქართული მოვლენა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრობლემა დოლართან მიმართებაში ყველა ქვეყანაშია. მითუმეტეს რომ რეგიონში, ჩვენი ქვეყნის გარშემო ომი მიმდინარეობს. იცით რა მდგომარეობაა უკრაინასა და თურქეთში. თუმცა ჩვენ პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში უნდა გაიზარდოს ინვესტიციები“, - ამბობს ტყემალაძე.
ოპოზიციური დეპუტატის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების სესხების გაცემაზე და ფულის მასის ზრდაზე ლარის გაუფასურების დაბრალება იდიოტობაა მინიმუმ ორი მიზეზის გამო“:
1. მთავრობა იღებს კომერციული ბანკებისგან შიდა ვალს. შარშან და წელს ჯამში - 1.2 მილიარდი ლარი. ბანკებს ექმნებათ ლიკვიდობის პრობლემა და მიდიან 'უკანასკნელ მსესხებელთან' - ერ ბანკთან რეფინანსირების სესხების ასაღებად. ანუ, თუ ეს სესხები პრობლემაა - ეს მთავრობის ბრალია (როგორც მინიმუმ - არსებული სისტემის)
2. მიმოქცევაში არსებული ფულის მასა პირდაპირ კავშირშია ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის მაჩვენებლებთან. ეს მაჩვენებლები თანხმდება მთავრობასთან. თუ ერ ბანკი არღვევს შეთანხმებას, გამოვიდეს მთავრობა და თქვას რომ შეთანხმებული პარამეტრები ირღვევა. და რადგან ამდენი თვეა მთავრობა ვერ ამბობს რომ ერ ბანკი არღვევს შეთანხმებულ პარამეტრებს, ე.ი. ფულის მასა არაფერ შუაშია“,- აღნიშნას დეპუტატი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი ლარის კურსის ვარდნის გამო, მთავრობის გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილი მიიჩნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მოსახლეობას დაპირდა ზაფხულში, ტურისტული სეზონის გამოყენებით გარკვეულწილად ლარის გამყარებას, პირიქით მოხდა და ლარი ამ პერიოდის განმავლობაში 5%-ით გაუფასურდა.
„ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა პირდაპირ აისახება მოსახლეობის გაღარიბებაზე. აღნიშნულის მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლების მხრიდან გეგმის არქონა, პროცესების არაადეკვატურად შეფასება და უუნარობა. ყველა ეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის ექსპორტი, ინვესტიციები, არის შემცირებული, რაც პირდაპირ ურტყამს ლარის კურსს. იზრდება ფასები, უმუშევრობა და მოსახლეობასთან ერთად, მთლიანად ქვეყანა კიდევ უფრო ღარიბდება. პირველივე სხდომაზე ჩვენ მოვითხოვთ მთავრობის გადადგომას. მთავრობას არ აქვს აღნიშნული პრობლემის დაძლევის გეგმა და არც სხვის გეგმას იზიარებს, პირიქით - ის ამ წლების განმავლობაში ისეთ რეგულაციებს იღებდა, რომლებიც ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას პირდაპირ ბლოკავდა. ასეთი ხელისუფლება უნდა წავიდეს და არჩევნები დაინიშნოს", - აცხადებს მელიქიშვილი.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






