„იმ მდგომარეობაში კი არ ვიყავი რომ ხელის მოწერა არ შემეძლო. შემეძლო ხელი მომეწერა წაკითხული რომ მქონოდა, მაგრამ გადაწყვეტილება წაკითხული არ მქონდა იმიტომ რომ საბოლოო ვერსია გუშინ დღის განმავლობაში ელექტრონული ფოსტით მივიღეთ. მე მაღალი წნევა მქონდა გუშინ და კომპიუტერთან არ დავმჯდარვარ და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს არ გავცნობივარ და ისე როგორ შეიძლებოდა. ექიმმაც მითხრა, რომ შენ სამუშაო მდგომარეობაშ არა ხარო. რომ მოეტანათ ჩემთვის გადაწყვეტილება 50 გვერდს როგორ წავიკითხავდი საავადმყოფოს პალატაში. ჩვენ კიდევ მუშა პროცესში ვიმყოფებოდით, ერთი საათით ადრე მირეკავენ და გადაწყვეტილება უნდა გამოვაცხადოთო. ეს არის უპირველეს ყოვლისა მოსამართლისა და სასამართლო ხელისუფლების უპატივცემულობა“- განაცხადა მერაბ ტურავამ „მაესტროსთან“ სატელეფონო საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






