საუბარი 2005 წლის მოვლენებზეა, როცა იტალიური სადაზღვეო კომპანია Unipol წარუმატებლად ცდილობდა "Banca Nazionale del Lavoro" ბანკის შეძენას. სილვიო ბერლუსკონს ბრალი ედება გამომცემლობა Il Giornale-სთვის კონფიდენციალური ინფორმაციის გაშიფრული ვარიანტის მიწოდებაში.
ამავე საქმის ფარგლებში დაიკითხა ბერლუსკონის უმცროსი ძმა, პაოლო. მას სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა ორი წლითა და სამი თვით შეუფარდა.
იტალიური კანონმდებლობის მიხედვით, ბერლუსკონის აპელაციის შეტანის უფლება აქვს. საქმის ხელმეორედ განხილვისა და სასამართლო განაჩენის გამოტანამდე ბერლუსკონის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაყვანა არ არის აუცილებელი.
რამდენიმე თვის წინ, სასამართლომ ბერლუსკონი სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვასთან დაკავშირებულ საქმეში გაამართლა. გამოძიების ყურადღება ექს-პრემიერის მფლობელობაში მყოფი კომპანიის, Mediatrade-ს საავტორო უფლებების არაკანონიერი გზით მოპოვებამ მიიპყრო, შედეგად ბერლუსკონიმ სახელმწიფოს 10 მილიონი ევრო დაუმალა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განაჩენი იტალიის ექს-პრემიერისთვის პირველი არ არის. 2012 წლის ოქტომბერში იტალიის უმაღლესმა სასამართლომ, ბერლუსკონის ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოგვიანებით სასამართლომ პოლიტიკოსს სასჯელი შეუმსუბუქა. განაჩენის აღსრრულება ჯერ არ დაწყებულა.
ამას გარდა, ბერლუსკონის წინააღმდეგ კიდევ ორი სასჯელია აღძრული. ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანთან ინტიმურ ურთიერთობას ეხება. რაც შეეხება მეორე საქმეს, საუბარია მის მფლობელობაში მყოფი ტელეკომპანია Mediaset-ისთვის არაკანონიერი გზით მოპოვებულ ლიცენზიაზე. აღნიშნული საქმეების მოსმენა მიმდინარე წლის 18 და 23 მარტს არის ჩანიშნული.
მოამზადა ანანო კვაჭანტირაძემ
მასალის გამოყენების პირობები






