„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას გიგი უგულავას პროცესთან დაკავშირებით კითხვები უჩნდება.
მისი თქმით, ყოფილი მერის წინასწარი პატიმრობა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.
"უგულავას პროცესზე შეკითხვები გაგვიჩნდა არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას. ჩვენი პარტნიორები სვამენ შეკითხვებს. ჩემი გადმოსახედიდან წინასწარი პატიმრობის თემა წინააღმდეგობაში შედის კონსტიტუციასთან. ეს უკანონობა და უსამართლობაა. გიგი უგულავას მიმართ კანონი ისე უნდა მოქმედებდეს, როგორც ნებისმიერი მოქალაქის მიმართ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება ვერ გამოაცხადა. ამის მიზეზად მოსამართლე ტურავას ავადმყოფობა გდასახელდა. გადაწყვეტილება გუშინ 17:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა განაჩენის გამოცხადება ერთი საათით გადაიდო.
მასალის გამოყენების პირობები






