"თუ მოსამართლე ვერ მიდის სასამართლოში, შეიძლება გადაწყვეტილების მასთან მიტანა" - უსუფაშვილი
პოლიტიკა - 13:47, 16 Sep, 2015     1353
გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარე ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა. უსუფაშვილის განცხადებით, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს ესაუბრა.

მისი განცხადებით, არასასურველია მოვლენაა პირველ რიგში სასამართლოსთვის და მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის ის, რომ ჯერ დაანონსდა გადაწყვეტილების გამოცხადება, შემდგომ კი ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ტექნიკურად არ არის მზად, რადგან ერთ-ერთი მოსამართლე ჯანმრთელობის გამო, ვერ ახერხებს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას და გადაწყვეტილება ვერ გამოცხადდა.

„გუშინ საუბარი მქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან და ვთხოვე, რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს საკითხში სიცხადე. ჩვენ არ გვისაუბრია არაფერზე, რაც შეეხება გადაწყვეტილების შინაარსს, მაგარამ ის, რომ გახდა გარკვეული საბაბი სხვადასხვა მითქმა-მოთქმის – ერთი მხრივ იმისა, რომ ჯერ დაუსრულებელი თუ ტენიკურად გაუმართავი გადაწყვეტილების გამოცხადება დაანონსდა და ხომ არ არის რაიმეს გამო ზედმეტი სიჩქარე, მეორე მხრივ როდესაც სრულიად გაუგებარი თუ არადამაჯარებელი მიზეზის გამო მოსამართლის ხელმოწერის დასმა ვერ მოხდა გადაწყვეტილებაზე - ხომ არ არის გადაწყვეტილების გამოქვეყნების ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობა. არც ერთ და არც მეორე ვერსია ცალ-ცალკე თუ ერთობლიობაში არ ემსახურეება იმას, რომ ქვეყანაში კონსტიტიციური წესრიგი დამკვიდრდეს და სასამართლო იმ ნდობით და ავტორიტეტით სარგებლობდეს, რაც აუცილებელია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პაპუაშვილი მას სიტუაციაში გარკვევას დაჰპირდა.

„იმედი მაქვს, რომ არ იქნება არც ზედმეტი სიჩქარე და არც ხელოვნური შეფერეხება. სასამართლოში მხარეები იმიტომ მიდიან, რომ რაღაც საკითხებზე არის შეუთანხმებლობა, ამიტომ, ვიღაც რაღაცით კმაყოფილია, რაღაცით – უკმაყოფილო. ეს არ არის სასამართლოს თუ მოსამართლეები განსჯადი საკითხი. სასამართლომ და მოსამართლეებმა უნდა განსაჯოს, არსებული თემა დავა და დანარჩენი – კმაყოფილები და უკმაყოფილოები თავად მოახერხებენ პოზიციების გამოთქმას. ვისურვებდი, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს – არა იმიტომ რომ პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარეა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საკონსტიტუციო სისტემის ერთ-ერთი ის ინსტიტუტი, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოც მოაზრება. თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებას ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა აფერხებს და პრობლემა მხოლოდ ქაღალდზე ხელის მოწერაა, მოსამართლე თუ ვერ მიდის სასამართლოში , შეიძლება მოსამართლესთან გადაწყვეტილების მიტანა“ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42