მისი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად პირველ რიგში ინვესტიციების ზრდაა საჭირო.
„ლარის კურსი ეცემა დოლართან მიმართებაში. ეს არ არის ქართული მოვლენა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრობლემა დოლართან მიმართებაში ყველა ქვეყანაშია. მითუმეტეს რომ რეგიონში, ჩვენი ქვეყნის გარშემო ომი მიმდინარეობს. იცით რა მდგომარეობაა უკრაინასა და თურქეთში. თუმცა ჩვენ პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში უნდა გაიზარდოს ინვესტიციები“, - ამბობს ტყემალაძე.
ეროვნული ბანკის მიერ დღეისთვის დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარი 2, 4170 ლარი ღირს ხოლო ევრო 2.7315. კომერციულ ბანკებში დოლარის და ევროს ფასი ოფიციალური კურსისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება:
საქართველოს ბანკში 1 აშშ დოლარი 2.5400 ლარი ღირს, ევროს შეძენა კი 2.8800 ლარად არის შესაძლებელი.
თიბისი ბანკში 1 აშშ დოლარის ფასი 2.4600 ლარია ერთ ევრო კი 2.8080 ლარი ღირს.
ლიბერთი ბანკის მონაცემებით კი 1 აშშ დოლარი 2.4015 ხოლო 1 ევრო 2.7185ლარი ღირს.
მასალის გამოყენების პირობები






