ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მსგავსი კრიტიკა მიუღებელია, რადგან თავად მათი ხელისუფლების დროს იყვნენ ზონდერ მოსამართლეები:
„მერაბ ტურავა არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე მოსამართლე, როგორც ჩანს არსებობდა ობიექტური მიზეზი. ის უნსგავსო შეფასებები რაც ბატონმა გაბაშვილმა მოსამართლის მისამართით გააკეთა, ამით მან შეურაცხყო საკუთარი თავი. მინდა შევახსენო, რომ ზონდერ მოსამართლეები ჰყავდათ მათ და მსგავსი განცხადებების გაკეთება მთლიანად არის სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
გია ვოლსკის განცხადებით, მსგავსი განცხადებებით ენმ მთავრობაზე შეტევას ახორციელებს:
„ხელისუფლებასა და მთავრობაზე არის შეტევა. ხან ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ, ხან სასამართლოს მოსყიდვას. რა შუაშია, ის ავად გახდა და ბიძინა ივანიშვილი არის დამნაშავე? ვერ ვხვდები.“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს, პატიმრობის 9 თვიან ვადასთან დაკავშირებით გიგი უგულავას სარჩელზე გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა, თუმცა პროცესი მოსამართლე მერაბ ტურავას ავადმყოფობის გამო გადაიდო.
მასალის გამოყენების პირობები






