პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც მევენახეების პრობლემაზე მსჯელობენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
უმრავლესობის დეპუტატების გაღიზიანება აკაკი ბობოხიძის განცხადებამ გამოიწვია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, მთავრობამ სწორება რუსულ ბაზარზე აიღო.
მის განცხადებას შოთა ხაბარელმა უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ მევენახეების პრობლემებს „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
"დაანებეთ თავი კახელებს", - მიმართა ბობოხიძეს ხაბარელმა.
კამათში კახეთიდან ჩამოსული გლეხებიც ჩაერთნენ.
„რასაც თქვენ აკეთებთ, ამას გლეხები არ გავაკეთებთ. წავალთ და თქვენ გააგრძელეთ თქვენი „ვალაკიდა“, - მიმართა ერთ-ერთმა მევენახემ დეპუტატებს.
დეპუტატების დამშვიდება დამშვიდებას მანდატურები ცდილობენ.
შეგახსენებთ, პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრს უსმენენ.
მასალის გამოყენების პირობები






