როგორც „ნიუპოსტს“ ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტმა განუცხადა, გურიის სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსანს არ მოეწონა პრემიერ-მინისტრის მიმართ დასმული კითხვა: „იყო თუ არა პრემიერი საქმის კურსში, რომ მის ვიზიტს გურიაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დააკვება მოჰყვა“.
„გურიის პოლიციის უფროსმა პრემიერიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით გამიყვანა და მოითხოვდა ამეხსნა, რატომ დავუსვი ირაკლი ღარიბაშვილს ეს კითხვა. ამბობდა, რომ მე გურიის პოლიციელები პრემიერთან დავასმინე. ასევე მეუბნენოდა, რომ შეეძლო დავეკავებინე და განყოფილებაში წავეყვანე. მთხოვდა ჟურნალისტის მოწმობას, რომელიც მანქანაში მქონდა. ჩემი გაუჩინარების შემდეგ, ჟურნალისტებმა დაიწყეს ჩემი მოძიება. ჟურნალისტები კამერებით მოვიდნენ მათი დანახვის შემდეგ პოლიციის უფროსმა საუბრის ტონი შეცვალა. სამხარეო პოლიციის უფროსთნ საუბარი მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელ ანა გოჩაშვილთან ერთად გაგრძელდა. პოლიციის უფროსმა მითხრა, რომ მე თავი მუშად გავასაღე და მოვიტყუე. მან გოჩაშვილთან ერთად თქვა, რომ ვერაფერს მომაჭამთო... ანამ ეს გაიგონა და უთხრა არ გრცხვენიათ, რას ამბობთო და არაფრის მრცხვენიაო“,- აღნიშნა ჟურნალისტმა ჩვენთან საუბრისას.
ჟურნალისტის თქმით, მან მომხდარის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა ტელეკომპოანის ხელმძღვანელობა და გურიასი მომხდარ ინცინდენტზე "მაესტრო" დღეს მთავარ გამოშვებაში ისაუბრებს.
„ნიუპოსტის“ კითხვაზე გეგმავს თუ არა სამსახურეობრივი მოვალეობის ხელის შეშლისა და მუქარის გამო სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს უჩივლოს, ირაკლი ვაჩიბერაძე ამბობს, რომ ამ საკითხს იურისტებთან და არხის ხელმძღვანელებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს.
„პოლიციის უფროსი, „მეკაჩავა“ ჩემი კითხვის გამო“,- დასძინა ჟურნალსიტმა.
„ნიუპოსტი“ ანა გოჩაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა პრემიერის პრესსამსახურის თანამშრომელი ჩვენს სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.
მასალის გამოყენების პირობები






