"ბატონო მინისტრო, თქვენ ბრძანეთ, რომ 2-3 %-იანი სესხებია მნიშვნელოვნად გაცემული. მე მაინტერესებს, რამდენია ამ ე.წ. იაფ კრედიტში გლეხების მიერ აღებული? მე გეთანხმებით, რომ მეღვინეობის დარგი უნდა განვითარდეს, რომ გლეხმა თავისი განავითაროს და ეს თანამდევი პროცესია, მაგრამ რამდენადაც მე ვუკვირდები, იაფფასიან კრედიტს ისევ ფულიანი ტიპები იღებენ - იმდენად დიდი გარანტიებია მისაღები. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ბანკიდან ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი ბიძინა ივანიშვილის ფულს სესხულობს ბიძინა ივანიშვილის "პარნიკისთვის" და ამის ფულს სახელმწიფო იხდის. იაფი კრედიტი არ არსებობს ამ ქვეყანაში. იაფი არის ის გადამხელისთვის ანუ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც თავის თავს უხდის, მაგრამ იაფი არ არის ბიუჯეტისთვის", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






