პრემიერისთვის დასმული კითხვისთვის ჟურნალისტს პოლიციის მაღალჩინოსანი დაემუქრა
პოლიტიკა - 17:45, 15 Sep, 2015     5189
ინცინდენტი მოხდა გურიაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს. პრემიერის ვიზიტის გასაშუქებლად გურიაში ჩასულმა ტელეკომპანია "მაესტრო"-ს იმერეთის ბიუროს ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ ირაკლი ღარიბაშვილს გურიაში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკავებასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.
კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, აღნიშნული იყო თუ არა კავშირში მთავრობის მეთაურის ვიზიტთან. კითხვა პრემიერმა უპასუხოდ დატოვა, თუმცა ჟურნალისტს კითხვის დასმის გამო პასუხი გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსმა მოსთხოვა.
კერძოდ, მან ჟურნალისტი გვერდზე გაიყვანა და უთხრა, რომ მსგავსი კითხვის დასმა პრემიერისათვის არ უნდა გაებედა. გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსი იქვე, ჟურნალისტს მანქანაში ჩაკუშვნით დაემუქრა. ვითარების განმუხტვა ადგილზე მყოფმა სხვადასხვა მედიასაშუალებისა და მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენლებმა სცადეს.

ცნობისთვის, მთავრობის მეთაური ოზურგეთში დღეს სახალხო ზეიმს დაესწრო და დღესასწაულზე შეკრებილ მოსახლეობას მიესალმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გურულებს პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ისინი განსაკუთრებული მსოფლმხედველობითა და პროგრესული აზროვნებით გამოირჩევიან.


წყარო: topnews.com.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42