რადგან "გკიდიათ", მეც შევუერთდები ხალხის პროტესტს - კვაჭანტირაძე მერიის წინააღმდეგ
სოც.მედია - 14:42, 15 Sep, 2015     5132

უმრავლესობის დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს პეკინის ქუჩაზე, საბავშვო ბაღის ადგილზე მრავალსართულიანი კორპუსის აშენების იდეა არ მოსწონს.

ამის შესახებ კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ საკითხის მიმართ მერიის წარმომადგენლებს გულგრილი დამოკიდებულება აქვთ.

„აქამდე რომ არ მეცადა დღეს საჯაროდ არ დავპოსტავდი, მაგრამ რადგანაც ასეა...რადგანაც უკაცრავად და "გკიდიათ" მეც ხმამაღლა შევუერთდები ხალხის პროტესტს, ვინაიდან ვთვლი, რომ 1. პეკინის ქუჩის მოსახლეობა მართალია 2. თბილისის მერიის შესაბამისი ჩინოვნიკების ასეთი გულგრილი დამოკიდებულება მოსახლეობის ინტერესების მიმართ კატეგორიულად მიუღებელია და უსამართლოდ და ხელოვნურად განაწყობს ხალხს ზოგადად ხელისუფლების წინააღგმდეგ.

ამას არ დავუშვებთ!

ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება და ხალხის ინტერესი ჩვენთვის არის ნომერ პირველი საზრუნავი. ვისაც ეს არ ესმის, იმათ არაფერი ესაქმებათ ჩვენს გვერდით“, - წერს კვაჭანტირაძე.

პეკინის ქუჩაზე, ადგილობრივი მოსახლეობა საბავშვო ბაღის დემონტაჟის მიმდინარეობას აპროტესტებს. მათი თქმით, საბავშვო ბაღის, „საპოვნელას“ ადგილზე თექვსმეტსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, მათივე განცხადებით ბაღის დემონტაჟი კანონის დარღვევით მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით უსუფაშვილს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ადგილობრივების განცხადებით, დაგეგმილია ბაღის ტერიტორიაზე არსებული წიწვოვანი ხეების მოჭრაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42