პატარა ქალაქის დიდი საცობები, თბილისში სატრანსპორტო კოლაფსია
პოლიტიკა - 13:19, 15 Sep, 2015     4491
ბოლო დღეებია თბილისში ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება განსაკუთრებული შეზღუდვით ხორციელდება. საცობებია არა მხოლოდ პიკის საათებში, არამედ დღის სხვა მონაკვეთებშიც.

რატომ გაჩნდა თბილისის ქუჩებში საცობები? ამ საკითხზე პოლიტიკოსებისა და ექსპერტებს საკუთარი პასუხი აქვთ.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტი საცობების პრობლემის მოსაგავრებლად არაერთი სქემის შემუშავებას აპირებს, თუმცა ამჟამად კონკრეტული გეგმა არ არსებობს.

გუშინ თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა ერთ-ერთი რადიოსადგურისთვის მიცემულ ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილება ფასიანი გახდეს.

უფრო კონკრეტულად, რადიო "ფორტუნას" ეთერში, ავთანდილ სუდაძემ, განაცხადა, რომ თუ დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა ვერ მოხდება, შესაძლოა, ოდესმე, სხვა ქალაქების მსგავსად, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდოს, ან ზოგიერთ მონაკვეთზე, ფასიანი გახდეს.

მაღალჩინოსანმა დღეს მისივე განცხადება უარყო და თქვა, რომ ეს თემა თბილისის მერიაში არც განხილულა.

თბილისში არსებულ საცობებთან დაკავშირებით ოპოზიცია დედაქალაქის მთავრობას რამდენიმე რჩევას აძლევს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ მთავრობამ დროულად უნდა განახორციელოს ე.წ თაროზე შემოდებული პროექტები.

მათი თქმით, ერთერთი ასეთი პროექტი შემოვლითი რკინიგზაა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიგეგმა ახლმა კი დააკონსერვა.

„გაერთიანებული დემოკრატების“ წევრი შალვა ობგაიძე კი მიიჩნევს, რომ საცობების პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია სპეციალური სამსახურის შექმნა, რომელიც აღნიშნული პრობლემის გადაჭრაზე უაშუალოდ იქნება პასუხისმგებელი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინიციატივა“-ს დამფუძვნებელმა ვასო ურუშაძემ „ნიუპოსტს“ განუცხადა, რომ 2005 წლიდან საქართველოში იზრდებოდა ავტომობილების რაოდენობა, მაგრამ შესაბამისად, ვითარდებოდა ინფრასტრუქტურა, შენდებოდა ახალი ხიდები, ესტაკადები, გვირაბები, ჩქაროსნული მაგისტრალები, მიწისზედა გადასასვლელები, ხდებოდა საგზაო ნიშნების მოდერნიზება და პარკირების სისტემის მეტნაკლებად მოწესრიგება, რაც ბოლო წლების განმავლობაში შეჩერდა.

ვასო ურუშაძე: ჯერ კიდევ 2014 წლის შემოდგომაზე გავაფრთხილეთ დედაქალქის მერია, რომ შემოდგომაზე სატრანსპორტო კოლაფსი გარდაუალი იქნებოდა. რადგან მოქმედმა ხელისუფლებამ უარი თქვა ესტაკადებისა და შემოვლითი გზების მშენებლობაზე ავტომობილების ზრდის ტენდენცია გაგრძელდადღეს უკვე საქართველოში მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებულია. 2012 წლის შეემდეგ თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტს დედაქალქში, რომელიც დამატებით განხორციელდა. ეს შეიძლება ყოიფილიყო გვირაბი, ესტაკადა ხიდი და შემოვლითი გზა. თბილისში დარღვეულია ბალანსი ავტომობილების რაოდენობასა და საგზაო ინფრასტრუქტურას შორის. 2015 წელს სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. საგზაო ინფრასტრუქტურა გამოვიდა წყობიდან, ვაკე-საბურთალოს ახალი გზატკეცილი, ასევე რამოდენიმე ხიდი და მოვიღეთ გართულებული მოძრაობა. რაც ყველაზე მთავარია გზების გადატვირთვა ხელს უშლის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების გადაადგილებას შესაბამისად რისკის ქვეშ დგება ადამიანის ჯანმრთელობა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ავტომობილით მოძრაობა ფასიანი ხდება.

გუშინ გაჟრერებული ინიციატივა, სრული აბსურდია და თბილისის პირობებში სრულიად მიუღებელი. ფასიანი გადაადგილების რეგულირება ფაქტიურად შეუძლებელია, თბილისი არ არის ქალაქი, სადაც შესაძლებელია გარკვეული უბნები მოწყდეს ქალაქს, რადგან თუ არ ჩავთვლით შარდენს ლესელიძესა და ძველი თბილისის გარკვეულ უბნებს დანარჩენი რაიონები განვითარებულია ეკონომიკურად, შასაბამისად ძალიან დიდი მიმოსვლაა და ქი გარკვეული შეზღუდვა, გადაადგილებაზე გადასახადის დაწესება წარმოუდგენელია. მსგავსი მენეჯმენტის აწტობაც წარმოუდგენელია, მერია ვარაზის ხევზე შლაკ-ბაუნს დაამონტაჟებს? და როგორ გააკონტროლებს ვინ არის გადამხდელუნარიანი და ვინ არა? - არასერიუზულია ამის განხილვა. ჩემი რჩევაა, დედაქალაქის მთავრობამ მაქსიმალურად მიოახდინოს თანხების აკუმულირება მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტში, რომ დაიწყოს ახალი ინფსასტრუქტურული პროექტები. თბილისის მერიამ უნდა მოაწესრიგოს მუნიციპალურტი ტრანსპორტი, რომ ის მეტად მიმზიდველი გახდეს, და მოსახლეობამ არჩევანი გააკეთოს ამ ტრანსპორტზე“,- განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ვასო ურუშაძემ.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42