„დაახლოებით ორი კვირის წინ ურეკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში იმყოფებოდნენ მისი შინაურები, რამდენიმე თანამდებობის პირი და ორი დეპუტატი, გვარებს არ დავასახელებ, თუ უნდათ თვითონ ილაპარაკონ. მოკლედ ბიძინამ საფრანგეთიდან ჩამოიყვანა უტა, ესეც არავის გაუგია და ამ თემაზე იყო ლაპარაკი, ძალიან ვიწრო წრეში. საქმე ისაა, რომ უტა ივანიშვილს თვითონ არ უნდა პარლამენტში, კატეგორიულად აცხადებს უარს. არადა, სიტუაცია ასეთია: ბიძინა ხედავს, რომ ამ მხრივ მდგომარეობა რთულია, დღევანდელ პარლამენტში 80 % „ბალასტია“, ახლა საჭიროა სანდო, ერთგული და ახალი ხალხი, ან თვითონ უნდა შევიდეს პარლამენტში, ან კიდევ შვილი შეუშვას. ამ ეტაპზე არჩევანი უტაზე შეაჩერა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით ბავშვი სასტიკ უარზეა. სხვათა შორის , ბიძინამ სტუმრებს პირდაპირ უთხრა, თუ თქვენ აუხსნით და დააჯერებთ, რომ პარლამენტში საჭიროა, მოხარული ვიქნებიო. როგორც ჩანს ჯერჯერობით ისე ვერ აუხსნეს, რომ დაეჯერებინათ“
წყარო „ალია“
მასალის გამოყენების პირობები






