გამოცემა Delfi-ის ცნობით, ამის შესახებ გრიბაუსკაიტემ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის ვილნიუსში ვიზიტის დროს ისაუბრა.
„ საქართველოსთვის ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - მიმდინარეობს რეფორმები, რომელიც აძლიერებს საქართველოს, მის დემოკრატიას და თავდაცვისუნარიანობას. ლიტვის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მსგავს გარდაქმნას სჭირდება დრო და ძალისხმევა. ნამდვილი ცვლილებებისთვის საჭიროა არამხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერა, არამედ ყველა პოლიტიკური ძალის სოლიდარობა რეფორმირების პროცესში" - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა თინათინ ხიდაშელთან შეხვედრისას.
მისი თქმით, ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მცდელობას.
გამოცემის თანახმად, თინა ხიდაშელმა ვილნიუსში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ საქართველო ნატოს წევრობას იმსახურებს.
"თუ მსოფლიოში არსებობს რომელიმე ქვეყანა, რომელიც იმსახურებს ნატო-ს წევრობას, ეს არის საქართველო“- განაცხადა ხიდაშელმა ლიტვის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას.
მისი თქმით, საქართველოს მისწრაფება არა MAP-ის ინიცირება, არამედ ნატო-ს წევრობაა.
მასალის გამოყენების პირობები






