პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოზურგეთში ვიზიტთან დაკავშირებით დღეს 12:00 საათიდან ოზურგეთის და ოზურგეთის რაიონის სოფლების საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი შეწყდება.
ასევე შეწყდება სამუშაო პროცესი ყველა საჯარო დაწესებულებასა და სახელისუფლებო ა(ა) იიპ-ებში.
გავრცელებული და არაოფიციალური ინფორმაციით, ყველა საჯარო მოხელე და სახელისუფლებო ა(ა) იიპ-ების თანამშრომელი ვალდებულია პრემიერს დახვდეს.
ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულია პრემიერის დასახვედრად მაქსიმალურად ბევრი მოსწავლეებისა და პედაგოგების მობილიზაცია მოახდინონ.
დღეს 15 სექტემბერს ოზურგეთი „ალეგრობა-ოზურგეთობის“ დღესასწაულს ზეიმობს. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის დღესასწაულს უკვე მეორედ, მასშტაბურად აღნიშნავს.
"ალეგრობა-ოზურგეთობას" ქალაქი განახლებული იერ-სახითა და ინფრასტრუქტურით ხვდება. ხვალ ერთმანეთის პარალელურად სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართება.
ქალაქის დღესასწაულზე ადგილობრივი ძალებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. გურიის მხატვართა კავშირის წევრთა ნამუშევრებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ "გურიასა" და ფოლკლორული ანსამბლების "შვიდკაცასა" და "ვახტანგურის" კონცერტი, ქუჩის თეატრის წარმოდგენები - ეს ალეგრობა-ოზურგეთობაზე დაგეგმილი ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია.
დღის ბოლოს დღესასწულს ანსამბლი "ალილო" და გრანდიოზული ფეიერვერკი დაასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები






