"გაოგნებული ვარ არაადეკვატურობის ხარისხით" - ბაქრაძე უსუფაშვილს დროული რეაგირებისაკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 15:54, 14 Sep, 2015     3138
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე, პრემიერ-მინისტრის მიერ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ღარიბაშვილმა სამართალდამცველებს დაავალა, სიტუაცია კახეთში მაქსიმალურად გააკონტროლონ, ხოლო "პროვოკატორები მოაშორონ".

„სრულიად გაოგნებული ვარ აღნიშნული განცხადების არაადეკვატურობის ხარისხით. ნაცვლად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა გლეხების პრობლემის მოგვარებასა და გაჭირვებული ხალხის დახმარებაზე იზრუნოს, პოლიციას გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დაკავებას ავალებს, რომელიც საკუთარ მოვალეობას ასრულებს და საკუთარი ხალხის გვერდით დგას.
მინდა ცალსახად განვაცხადო, გიორგი ღვინიაშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, თავის მოვალეობას შეასრულებს და კახელი გლეხების გვერდით იდგება, განსხვავებით „ქართული ოცნების“ მინისტრებისგან, დეპუტატებისა და გუბერნატორებისგან, რომლებთაც არჩევის შემდეგ თვეობით არ მოუკითხავთ საკუთარი ამომრჩევლები, არ აღელვებთ ის პრობლემები, რომლებიც მათ აქვთ. გიორგი ღვინიაშვილი, განსხვავებით დღევანდელი მთავრობისგან, დღეს საკუთარ მოვალეობას ასრულებს და ცდილობს საკუთარი რაიონის ხალხს დაეხმაროს.

ღვინიაშვილიც და თითოეული ჩვენგანიც ვიდგებით ხალხის გვერდით ყოველთვის და ყველგან, სადაც ამის საჭიროება იქნება.

მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, ჩვენი სურვილია არაა რთველის პოლიტიზება მოხდეს, მაგრამ ამასთან ერთად, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიდგებით ხალხის გვერდით.

ამასთან, უნდა აღნიშნოს, რომ ადამიანები, რომლებიც იქ შეიკრიბნენ, არ არიან 20-30 პროვოკატორი, როგორც მათ პრემიერმა უწოდა. იქ შეკრებილია ათასობით კახელი გლეხი, რომელთა უკანაც 10 ათასობით ოჯახი დგას. ის ოჯხები, რომლებთაც ყურძნის მინიმალური ფასს - 1 ლარს დაპირდნენ, დღეს კი 60 თეთრია; ის ოჯახები, რომლებთაც რუსულ ბაზრის გახსნასა და პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ; ის ოჯახები, რომლებიც მთავრობის არაკომპეტენტური პოლიტიკის გამო, დღეს უფრო მეტ სიღარიბეში ცხოვრობენ .

მინდა მთავრობას მოვუწოდო, თვი დაანებოს პოლიტიკური ოპონენტებთან ბრძოლას და თუ რამე შეუძლია, თუმცა ამაში ეჭვი გვეპარება, მიხედოს ხალხს და გააკეთოს ყველაფერი. ამ შემთხვევაში კახელმა გლეხმა მიიღოს ის თანხა, რასაც წლების წინ პირდებოდნენ.

განცხადებაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი მაჟორიტარ დეპუტატს დაპატიმრებით ემუქრება იმის გამო, რომ ის ხალხის მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობს, პარლამენტის თავმჯდომარის რეაქციას ველოდები და ვიმედოვნებ, რომ პარლამენტის მხრიდან შესაბამისი რეაქციები იქნება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42