„ქალაქის მერს დავით ნარმანიას ამ სკანდალზე საკმაოდ მწვავე რეაქცია ჰქონდა. ირკვევა, რომ დავით ნარმანიამ არეშიძის სამსახურიდან წასვლის მოთხოვნაც კი დააყენა ხელისუფლების ზედა რგოლებში. დავით ნარმანიასა და ვიცეპრემიერ კახი კალაძეს შორის ამ საკითხის გამო მწვავე საუბარი შედგა, როგორც ამბობენ, მათ შორის უკვე შავმა კატამ გაირბინა. „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ ამ საკითხის გამო და არა მხოლოდ ამაზე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ ხელისუფლების მისამართით ბევრი კითხვა დაგროვდა და საჭიროა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კითხვებზე პასუხი გასცეს. ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციასაც გეტყვით, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ უკვე ღიად ლანძღავენ ერთმანეთს და არ იშურებენ შეურაცხმყოფელ ეპითეტებს. მათ გადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყეს და ემიჯნებიან ყველა ისეთ ფიგურას, ვინც სკანდალშია გახვეული. ის რომ ქალაქის მერს დავით ნარმანიასა და კახი კალაძეს შორს უსიამოვნებაა, ეს დადასტურდა 12 სექტემბერს, როცა კახეთის გზატკეცილზე სავაჭრო და გასართობი ცენტრი „ისთ ფოინთი“ გაიხსნა. ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას დავით ნარმანია არ დაესწრო, რამაც გააძლიერა ეჭვი მათ შორის უთანხმოებაზე.“- წერს „ალია“ .
წყარო "ალია"
მასალის გამოყენების პირობები






