საქართველოში მმართველობის გაუმჯობესებისთვის გადადგმული ნაბიჯები სამაგალითოა - წულუკიანი
პოლიტიკა - 13:46, 14 Sep, 2015     870

იუსტიციის მინისტრმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე შეკრებილ უცხოელ და ქართველ დელეგატებს სხვა გამომსვლელებთან ერთად სიტყვით იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობას“, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფის ინიციატივით დაფუძნდა, საქართველო ადრეულ ეტაპზევე შეუერთდა და დღეს საქართველოს მთავრობა მეორე ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესშია; მესამე სამოქმედო გეგმა კი 2016 წლის პირველ ნახევარში შემუშავდება.

თეა წულუკიანმა იმ ეტაპზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში მმართველობის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრების მიზნით გამოიარა, კერძოდ: შექმნა მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მუდმივი დიალოგის მექანიზმი − „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმი, რომელიც დღეისათვის ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო მოდელად სახელდება; ფორუმის წევრი სახელმწიფო უწყებები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთობლივად შეიმუშავებენ ღია მმართველობის გეგმას; ასევე, ერთობლივად ახორციელებენ მისი შესრულების მონიტორინგს და გეგმავენ სამომავლო ნაბიჯებს; შეიქმნა ღია მონაცემთა პორტალი; სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისათვის შენდება საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს სოფლებში. სოფლის სახლები, სერვისების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ემსახურება საზოგადოების გააქტიურებას, კონსულტაციებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათ აქტიურ ჩართვას; ძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობები, ინერგება ელექტრონული მმართველობა.

იუსტიციის მინისტის განცხადებით, მმართველობის გაუმჯობესებისთვის ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი შეფასება მისცეს პარტნიორმა ქვეყნებმა და 2014 წელს საქართველო „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს. რამდენიმე თვის წინ საქართველომ უმასპინძლა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონულ კონფერენციას, რომელიც „OGP“-ის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს − წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ისახავდა მიზნად.

„წარმატების მნიშვნელოვანი საზომია ჩვენი საზოგადოების შეფასება. სწორედ მათ მოსაზრებებს ეყრდნობა წელს პირველად გამოქვეყნებული „ღია მმართველობის ინდექსი“, რომლის მიხედვითაც, საქართველო გამოკითხულ 102 ქვეყანას შორის 29-ე ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ პოზიციას იკავებს“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების მასპინძლის სტატუსი საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის კუთხით განხორციელებული საქმიანობისათვის მოიპოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42