„გერმანიისთვის ნატოში გაწევრიანება პრობლემა არ ყოფილა, როცა ისიც საქართველოს მსგავსად გაყოფილი იყო“
პოლიტიკა - 13:26, 14 Sep, 2015     2352

„გერმანიისთვის ნატოში გაწევრიანება პრობლემა არ ყოფილა, როცა ისიც საქართველოს მსგავსად გაყოფილი იყო“, - ეს ლიტვის თავდაცვის მინისტრის იუზას ოლეკასის მთავარი გზავნილი იყო ქართველ კოლეგასთან, თინათინ ხიდაშელთან შეხვედრაზე.

თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გრძელდება. დღეს თინათინ ხიდაშელი ლიტველ კოლეგას, იუზას ოლეკას შეხვდა. დახვედრის ცერემონიის შემდეგ კოლეგებმა ოფიციალურ შეხვედრაზე გადაინაცვლეს.

შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლიტველ კოლეგას, ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთში, ლატვიასა და ესტონეთში გამართული შეხვედრების შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა. თინათინ ხიდაშელმა კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვიზიტის მთავარ მიზანი 2016 წლის ვარშავის სამიტის წინ საქართველოსთვის ერთიანი, ევროპული მხარდაჭერის მოპოვება და გაძლიერებაა.

როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს, მნიშვნელოვანია, საქართველოს მეგობარმა სახელმწიფოებმა ზუსტად იცოდნენ, რას ვითხოვთ 2016 წლის „ვარშავის სამიტიდან“ - ეს არის ხელშესახები შედეგი, რომელიც ადეკვატური პასუხი იქნება საქართველოსთვის, როგორც ნატოს ყველაზე სანდო და გამორჩეული პარტნიორისთვის.

თავის მხრივ, ლიტვის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიტვა იყო, არის და რჩება საქართველოს ერთგული მოკავშირე და პარტნიორი ოფიციალური თბილისის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ლიტვა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში და მუდმივად გამოხატავს მზადყოფნას, გაუზიაროს საქართველოს საკუთარი გამოცდილება ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა იუზას ოლეკასმა.

ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას განსაკუთრებულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებასთან. ლიტვის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და ეხმარება პოლიტიკური მიზნების მიღწევაში, ასევე, ცდილობს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას. ლიტვა ოფიციალურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სხვადასხვა მრავალმხრივ ფორმატში ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უღიარებლობის პოლიტიკას. სამხედრო თანამშრომლობა 2001 წლიდან წარმოებს. ყოველწლიურად ხელი ეწერება თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმებს, რომელშიც გაწერილია წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები. ყოველწლიურად იმართება ორმხრივი სამხედრო-პოლიტიკური კონსულტაციები. ლიტვა გამოყოფს ორ ექსპერტს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ნატოს ჯგუფში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42