იგი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ყურძნის ჩაბარების ადგილიდან „პროვოკატორები მოაშორონ“.
„მე ვიცი დეპუტატი ღვინიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში კახეთის გუბერნატორი იყო. ის პირდაპირ მიუთითებდა ღვინის კომპანიებს, რომ არ ჩაებარებინათ ყურძენი მაღალ ფასად. სუბსიდირებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ის ცდილობს ერთგულება დაუმტკიცოს გუბერნატორს, თუმცა არა კახეთის, არამედ - ოდესის. ამიტომ ჩადის რეგიონში და აქტიურობს. მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, ბატონ მღებრიშვილს - გთხოვთ მაქსიმალრუად გააკონტროლოთ ადგილზე სიტუაცია, რომ მოსახლეობას არ შეექმნას ჩაბარებაში რაიმე პრობლემა. ეს პროვოკატორები მოვაშოროთ ადგილებიდან. თუ ვინმე პროვოკატორი შეეცდება სიტუაციის დაძაბვას, იმოქმედებთ კანონის ფარგლებში. დაუშვებელია, რომ ისეთი დისკრედიტირებული ორგანიზაცია, როგორიცაა "ნაციოანლური მოძრაობა" ჩადის და 20-30 კაცის მეშვეობით პროვოკაციული მეთოდებით აპირებს რთველის - ძალიან პოზიტიური სურათის გაფუჭებას. გლეხებს არსებული სწორი ინფორმაცია არ აქვთ, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობის" წევრების სჯერათ. ამიტომ ვთხოვ სოფლის მეურნეობის მინიტრს, მიაწოდოს მათ საჭირო ინფორმაცია“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






