ჩვენი ვალია ჩამოვართვათ სადავეები პატარა მარქსისტებს - ბურჭულაძე
პოლიტიკა - 12:19, 14 Sep, 2015     921
,,დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი მუხრან ბურჭულაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ბურჭულაძის თქმით, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ ლუკმით მოისყიდონ ამომრჩველები, რაც მისივე თქმით მოქალაქეებს აზარალებს.

"ერთმა კახელმა მუქთახორამ ულტიმატუმიც წაგვიყენა - კახეთის შემოღობვით დაგვემუქრა და ყველაზე კარგად დაგვანახა ჩვენი თავი.

პოლიტიკოსების, მოღვაწეების მიმართ მუდამ გამოვთქვამთ უკმაყოფილებას და გვავიწყდება, რომ ზოგი მათგანი ჩვენი მეგობარია, ნათესავი, დედმამისშვილი და ზოგჯერ თავად ჩვენც ვართ ეს ადამიანები. ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემა ჩვენშია და პასუხისმგებლობას ვერავინ გავემიჯნებით.

ცხადზე ცხადია, რომ მთავრობები იცვლება, მაგრამ უცვლელი რჩება მართვის სტილი. პარტიები მუდამ ცდილობენ უშრომელი ლუკმით მოისყიდონ ამომრჩეველი და შედეგად წლების მანძილზე აზარალებენ მოქალაქეებს.

ხშირად გვსმენია "მე აპოლიტიკური ვარ", რაც სიბრიყვედ მიმაჩნია, პოლიტიკა გეხება გინდა ეს თუ არა, რადგან მისი ობიექტი სწორედ შენ ხარ - ქვეყნის მოქალაქე. ამიტომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა ვიტვირთოთ პასუხისმგებლობა, მოვიმარჯვოთ თითო აგური და ვაშენოთ თანამედროვე სახელმწიფო.

ვის გინახავთ ექიმი წამალს პაციენტის გემოვნებით ნიშნავდეს? წამალი ინიშნება საჭიროების მიხედვით მხოლოდ. სამწუხაროდ პოლიტიკას აკეთებენ კორუმპირებული ექიმბაშები, აი რა დაგვანახა ერთმა მუქთახორამ ორი დღის უკან...

ჩვენი ვალია ჩამოვართვათ სადავეები პატარა მარქსისტებს და მივცეთ სახელმწიფოს სწორი დანიშნულება. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო და მომავალი, საქართველომ უნდა დაიბრუნოს სახელი, რომელიც დიდი ხანია დაკარგა!",- ნათქვამია მუხრან ბურჭულაძის მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42