როგორც ცნობილია, როცა კესიდი დაიბადა, სახეზე არსებული პათოლოგიების გარდა, გოგონას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ ჰქონდა. "მისი ტვინი და გული სრულებით ჯანსაღია", - აღნიშნავს კესიდის დედა.
11 წლის ასაკიდან გოგონას მრავალი ქირურგიული ჩარევის გადატანა მოუწია. მას არაერთხელ გადაუნერგეს სახეზე კანი. ქირურგმა დევიდ მეტიუმ შეუცვალა სახის კონტურები და ძვლებს ფორმა მისცა. გოგონას თვალის პროთეზების გამოყენება უწევდა, თუმცა ეს "სიამოვნება" იმდენად ძვირადღირებული იყი, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე მშობლებმა ვეღარ მოახერხეს ძველი პროთეზების ახლით შეცვლა.
სახის აღსადგენად, ექიმებმა შემდეგ გზას მიმართეს: თავდაპირველად კანქვეშ მემბრანა მოათავსეს, შემდეგ კი თავის ქალის ძვლები ცხვირის აღსადგენად გამოიყენეს. მოგვიანებით ამ ყოველივეს კანით დაფარავენ.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ გოგონას საზოგადოებასთან და ყოველდღიურობასთან ადაპტაცია ძალიან უჭირდა. ამისთვის, კესიდი ფსიქოლოგებთან კონსულტაციაზე დადიოდა. მას დაცინვის ატანა უწევდა, მაგრამ მოგვიანებით, ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება ისწავლა და დღეისთვის 16 წლის გოგონა საზოგადოების სრულფასოვანი წევრია.
მოამზადა ანანო კვაჭანტირაძემ
მასალის გამოყენების პირობები






