დეპუტატების 90 % პარლამენტში შესაშვები არ არის - ხუხაშვილის პროგნოზი უტა ივანიშვილის გადეპუტატებაზე
პოლიტიკა - 12:52, 14 Sep, 2015     7494
ექსპერტი გია ხუხაშვილი ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟის, 23 წლის უტა ივანიშვილის მოსვლას გამორიცხავს.

როგორც გია ხუხაშვილმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, ალბათ უტა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლის სურვილისც არ აქვს.

„კოალიციის სიის პირველი ნომერად უტა ივანიშვილის დასახელება ჰაერიდან მოტანილი ამბავია, თითიდან გამოწოვილი, ვიღაცის არაკრეატიული ტყუილი. ის სწავლობს, ძალიან ნიჭიერი ბავშვია და არამგონია პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ჰქონდეს, განსაკუთრებით ასეთ ვითარებაში“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

„ნიუპოსტის“ კითხვაზე შეიძლება თუ არა ეს თემა ბიძინა ივანიშვილის მორიგი „გათამაშება“ იყოს, ექსპერტი ამბობს, რომ ადრე ყოფილ პრემიერთან ახლო ურთიერთობა, ჰქონდა ახლა კი ორივემ საკუთარ საქმეს მიხედა.

„ჩვენ შორის არ არის ის ურთიერთობა რაც იყო. ჩვენ მაშინ ერთობლივი საქმიანობაც გვაკავშირებდა. დღეს კი ჩვენ-ჩვენი საქმით ვართ დაკავებული. დღეს ეს ურთიერთობა არ არის ისეთი ინტენსიური როგორიც ადრე იყო“,- განმარტა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების სიის მიღმა დღევანდელი უმრაველოსბის 70% პროცენტზე მეტი დარჩება პლიტოლოგი ამბობს, რომ საპარლამენტო სკამები დღევანდელი დეპუტატების 90 % - მა უნდა დატოვოს.

„ჩვენ თუ გვინდა ნორმალური ქვეყანა, გვინდა პროფესიონალური პარლამენტი, საკანონმდებლო ორგანოში მოქმედი დეპუტატების 90 % შესაშვები არ არის. დღეს პოლიტიკური პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, ჩვენი პარლამენტი კატასტროფულ მდგომარეობაშია“,- უთხრა „ნიუპოსტს“ გია ხუხაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის შვილის, უტა ივანიშვილის შესახებ კოალიცია ქართულ ოცნებაში აქტიურად მსჯელობენ. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ უტა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა 2016 წლიდან დაიწყება.

არ არის გამორიცხული, რომ პარიზში მცხოვრები ახალგაზრდა საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების სიის პირველი ნომერიც იყოს.

ამასთან როგორც ცნობილია ქართული ოცნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაზე მუშაობას ოქტომბრიდან დაიწყებს და როგორც კულუარებაში ამბობენ, სიის მიღმა ბევრი ძველი სახე დარჩება. პარლამენტში საკუთარ სკამთან გამომშვიდობება დღევანდელი უმრაველოსბის 70 % პროცენტზე მეტს მოუწევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42