"სამწუხაროდ მე არ გამხარებია სტუდენტობა" - ეტლსმიჯაჭვული გოგონას ემოციური წერილი
სოც.მედია - 11:15, 14 Sep, 2015     17559
სოციალურ ქსელში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტის, ნინიას წერილი ვრცელდება.

„ჩემი ნინიას წერილი სტუდენტებს..

Attention..!! ძალიან გთხოვთ წაიკითხოთ და ოდნავ მაინც მიიტანოთ გულთან... დდ დნნ დმმმ (დაძაბული მელოდია ჩართეთ თან :დ).. Break down barriers !!! და აი დადგა წელი, როდესაც თქვენ უნივერსიტეტში გამოჩნდა ახალი მოვლენა, რომელსაც ქვია შეზღუდული შესაძლებლობა, და აი უმოქმედო პანდუსმა წელს შეიძინა მომხმარებელი, congratulations.. ჰო ახლა ვიცინი მაგრამ მოდით სიმართლეს პირდაპირ გაჯახებთ და გეტყვით, რომ ძალიან ვნერვიულობ, სამწუხაროდ მე არ გამხარებია სტუდენტობა, გარშემომყოფებისგან განსხვავებით, რადგან ვიცოდი რომ სექტემბრამდე ვერ შევძლებდი ფეხზე დადგომას და ეტლით მომიწევდა მოსვლა, ვერ გავხდებოდი ისევ ისეთი როგორიც ადრე ვიყავი და როგორიც ახლა თქვენ ხართ.. მაგრამ მე მაინც ვეცადე არ დავმსგავსებულიყავი სხვა ეტლიანებს და ჩემი მიზნის მისაღწევად გამეკეთებინა ყველაფერი, ვაღიარებ ძალიან მეშინია ეტლით გამოჩენა საზოგადოებაში (მე მხოლოდ 1 თვე ვემზადებოდი 5 საგანში და მაინც მოვახერხე სტუდენტი გავმხდარიყავი)... თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ რამდენი ეტლით მოსარგებლე ადამიანია ჩვენს ქვეყანაში, ხალხი რომელსაც სურს იცხოვრონ ისე როგორც თქვენ ცხოვრობთ და ამაში ხელს საზოგაოება უშლის.. ჩემთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება არის ხალხი, აი ის ბრბო რომელიც გამუდმებით მიყურებს, აკვირდება ჩემს თითებს, რომლებსაც ვერ ვამოძრავებ, აშტერდება ფეხებს რომელიც უმოქმედოდ დევს და თავის ფუნქციას ჯერჯერობით ვერ ასრულებს.. ძალიან მეშინია თქვენი, ვერ წარმოიდგენთ ისე ძალიან... არ მინდა დავინახო როგორ ჩურჩულებთ ჩემზე, არ მინდა დავინახო ისეთი სახე რომელიც მეტყვის "შე საწყალო გვეცოდები", გელოტოფობია მაქვს, არ მინდა დამცინოთ ხელში პასტას თუ ვერ დავიჭერ, ის ფაქტი რომ ჩემთან შეიძლება არავინ იმეგობროს ეს არ გამიკვირდება, გაგიგებთ, გეფიცებით გაგიგებთ, არ ვიფიქრებ რომ ცუდები ხართ, ვიცი ალბათ არავის ჭირდება ეტლიანი მეგობარი... ;( ძალიან ბევრი ეტლიანი დგას ჩემს უკან, რომლებსაც მართლა უნდათ სწავლა, მაგრამ პირობების არქონის და ხალხისადმი შიშის გამო ისინი გამოკეტილები არიან სახლში და აკეთებენ ააარრაფფეერსს!!! და მერე ეწყებათ: დეპრესია, შიშები, პანიკა, ქვეყნიდან გაქცევა, ღმერთის გმობა, სიკვდილის წყურვილი, ოჯახის დანერვოზება, თვითმკვლელობა და ა.შ..... ჩემი ამ ნაბიჯით მინდა მათ გავაგებინო რომ ცხოვრება გრძელდება..!! მინდა შემდეგ წელს ვთქვა რომ "ამ უნივერსიტეტში სწავლობენ ნამდვილი ადამიანები"!!! გთხოვთ, მთელი გულით გთხოვთ ამომიდექით მხარში, არ მიყუროთ დამცინავი მზერით თუ ყავის ჭიქას ვერ დავიჭერ კარგად ხელში და გადავისხამ, უბრალოდ მოდით და დამეხმარეთ.. მეგობრებს ხელების და ფეხების მიხედვით ხომ არ ირჩევთ. ეს ხომ შეიძლება ყველას მოგსვლოდათ.. აივნიდან გადმოვარდი 25 მეტრიდან და მადლობა ღმერთს მე ცოცხალი ვარ, რა მაქვს საწუწუნო, ძალიან იღბლიანი ვარ, ზუსტად ვიცი რომ გავივლი და გავხდები ისევ ისეთი როგორიც ვიყავი. ძალიან ძალიან მთელი გულით გთხოვთ არ დამთრგუნოთ, არ მაგრძნობინოთ რომ რამით განვსხვავდები თქვენგან, რომ ბევრ რაღაცაში შეზღუდული ვარ, რომ კიდურები არ მემორჩილება, გთხოვთ ამას ნუ მაგრძნობინებთ, ეს მე ისედაც ვიცი.. მეშინია პირველი დღის, მეშინია სახლში აცრემლებული არ დავბრუნდე და არ ვთქვა "აღარასდროს წავალ". გადამდები არაფერი მჭირს, მოდით, გამეცანით, ვიმეგობროთ, მეც თქვენნაირი ადამიანი ვარ, უბრალოდ ჩემი ნერვები დროებით ვერ ასრულებენ თავის ფუნქციას, მალე აღდგება და მეც ვიხტუნავებ. ფაკულტეტი ფსიქოლოგიური ავირჩიე, რადგან მინდა ძლიერი ფსიქიკა მქონდეს, რომ ჩემმა მდგომარეობამ არ მაჯობოს და არ გამაგიჟოს..

ძალიან დიდი მადლობა რომ ბოლომდე წაიკითხეთ, კარგი იქნება თუ გაიაზრებთ.. წარმატებულ პირველ დღეს გისურვებთ, დარწმუნებული ვარ მე ყველაზე ადვილად მიცნობთ. P.s ბანკეტის კაბით არ მოვდივარ, შავი ეტლით ვიქნები :დ ხელს ვერ ჩამოგართმევთ, გაკოცებთ თუ გინდათ".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42