ოთარ დანელია გურჯაანის რამდენიმე საწარმოში ყურძნის გადამუშავების პროცესს დაესწრო
პოლიტიკა - 09:58, 14 Sep, 2015     1722

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი და დავით გალეგაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, გიორგი სამანიშვილთან ერთად გურჯაანის მუნიციპალიტეტში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები მევენახეებს შეხვდნენ და კოტეხისა და ჭანდრის ღვინის ქარხნებში ყურძნის გადამუშავების პროცესს დაესწრნენ.

როგორც მინისტრმა მევენახეებთან შეხვედრისას აღნიშნა, წელევანდელი რთველიც ორგანიზებულად ჩაივლის და არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

"მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ ჩვენთვის მევენახე პრიორიტეტულია. მიუხედავად ამისა, არც კერძო ბიზნესის დაზარალებას ვაპირებთ. განსხვავება დღევანდელსა და წინა ხელისუფლებას შორის არის ის, რომ ჩვენ არ მოვახდენთ ზემოქმედებას კერძო კომპანიებზე და არ დავადგენთ ყურძნის ფასს. სახელმწიფო კერძო ბიზნესის კონკურენტი არავითარ შემთხვევაში არ გახდება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ყურძნის დიდი რაოდენობა სიმწიფეში არ შესულა და მევენახეებს მოუწოდა , ყურძნის კონდიციაში შესვლამდე რთველი არ დაიწყონ.

ჭანდრის ღვინის ქარხნის დირექტორმა გიორგი ზაკალაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რთველის მიმდინარე სეზონზე საწარმო 10 ათას ტონამდე ყურძნის გადამუშავებას გეგმავს. ქარხანა უკვე იბარებს როგორც დაზიანებულ/დასეტყვილ, ისე სიმწიფეში შესულ ხარისხიან ყურძენს. რთველი 2015–ის ფარგლებში 10 ათას ტონამდე ყურძნის გადამუშავებას გეგმავს კოტეხის ღვინის ქარხანაც.

ნელ–ნელა რთველი კახეთის რეგიონში აქტიურ ფაზაში შედის. 13 სექტემბრის მონაცემებით, 7 000 ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია.

რთველი 2015–ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში ყურძენს გადამუშავებას ღვინის მწარმოებელი 19 საწარმო, მათ შორის სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 4 ღვინის საწარმო ახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42