" იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთვრობა თითოეულ თეთრს აყვედრის კახელ გლეხებს და არ ძლევთ მათ შესაბამის სუბსიდიას, რომ თავისი შრომის ხარჯები აანაზღაურონ, მე მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს სოფლის მეორნეობის სამინისტროზე დაქვემდებარებული ერთ-ერთი უწყების მონაცემები. ეს არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ‘საქართველოს მელორაცია“ , სადაც ჩინოვნიკები ზღვარ გადასული ფუფუნებით ცხოვრობენ. წარმოგიდგენთ მათ ხელფასებს, პრემიებს და დანამატებს, რომელიც იზრდება გეომეტრიული პროგრესიით.
2013 წელს ამ დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხელფასის სახით აიღეს 480 810 ლარი, ხოლო დანამატების სახით 671 655 ლარი.
2014 წელს მათი ანაზღაურება გაიზარდა და აიღეს 628075 ლარი და წლიური პრემიის სახით 839587 ლარი.
კატასტროფული მდგომარეობაა 2015 წელს, ჩვენ გვაქვს მხოლოდ 6 თვის შედეგები და მათ 6 თვის განმავლობაში აიღეს უფრო მეტი პრემია და ხელფასი, ვიდრე წინა წლებში. 6 თვეში მელორაციის დეპარტამენტის დირექტორმა და მისმა თანამშრომლებმა ხელფასის სახით აიღეს 433 435 ლარი , პრემიის სახით 510398 ლარი და წელს უკვე მესამე გრაფა დაემატა - დანამატი და ეს არის 174 230 ლარი. სულ ჯამში 6 თვეში მათმა პრემიებმა და დანამატებმა გადააჭარბა ნახევარ მილიონს ლარს."-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






