"აბანო გახდა ეს ცხოვრება თეთრიც რომ ჩანს და შავიც"- დავით ზურაბიშვილი ინტერნეტის ავ-კარგზე
სოც.მედია - 13:10, 12 Sep, 2015     1889
თბილისის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრი დავით ზურაბიშვილი, ფეისბუკზე იმის შესახებ წერს თუ როგორი ტრანსფარენტული გახადა ინტერნეტმა ადამიანის ცხოვრება:

“ეს ინტერნეტი, ფეისბუქი და მობილურ-სმარტფონები რომ არ იყო, იყო ხალხი თავისთვის, ჰქონდა ურთიერთობა მხოლოდ უშუალო ნაცნობთა წრესთან, სამყაროზე წარმოდგენას იქმნიდა წიგნებით, ჟურნალ-გაზეთებით და ტელევიზიით, რომელიც იყო სულ ორი - თბილისის (ამჟამინდელი პირველი არხი) და მოსკოვის ("მეცხრე არხს" რომ ვეძახდით და არ დამიწყოთ ახლა "ოლიგარქი ბიძინა" და ა.შ. სულ სხვა თემაზე ვწერ) და უნდა მეზობელზე იეჭვიანებდა, უნდა ნათესავზე დაიბოღმებოდა, უნდა მეგობარს გამოუთხრიდა ჩუმად ძირს, უნდა ანონიმკებს დაწერდა თანამშრომელზე და უნდა რაც უნდა იმ სისულელეს იტყოდა - მის უშუალო ნაცნობთა წრეს ეს ამბავი მაინც არ გაცდებოდა.

ახლა? ამ ელექტრონული კომუნიკაციების წყალობით ცხოვრებაში რომ არასდროს გექნებოდა გადაკვეთა ისეთ ხალხთან გიწევს შეხება, ვერასდროს რომ ვერ გაიგონებდი ისეთი რაღაცეები გესმის და დედა რას ხედავს ჩემი თვალებიო რომ იტყვი, ისეთ რაღაცეებს ხედავ. მოკლედ, ძალიან ტრანსფარენტული გახდა ჩვენი არსებობა: ათასი ოხერი გიყურებს, გისმენს, გაკვირდება და ნერვებს გიშლის. ყოველი შენი სიტყვა თუ საქმე პრაქტიკულად სულ "ნავიდუა" და ამისთვის სულაც არაა საჭირო დიდი ცნობადობა. არა არს დაფარული, რაიცა არ გაცხადდეს.

ამის მერე კიდევ იტყვიან, ინტერნეტი ეშმაკის მოგონილიაო, მე მგონი პირიქით. ნანა ზარდიაშვილს ჰქონდა საინტერესო მოსაზრება, რომ ეშმაკის მოგონილი ტელევიზორია, რომელიც სხვა ადამიანებისგან გვწყვეტს, ხოლო ამის საპირწონედ ღმერთმა შექმნა ინტერნეტი. გამოგვაჭენა საქვეყნოდ და ახლა თუ თვითიზოლაციაში არ გადავარდები, ანუ ფაქტობრივად კომუნიკაციურ ბერად თუ არ აღიკვეცები ერისკაცობაში და ელექტრონულ კომუნიკაციებისგან შორს არ დაიჭერ თავს, ვერც მტერს დაემალები და ვერც მოყვარეს.

მოკლედ ერთი დიდი აბანო გახდა ეს ცხოვრება თეთრიც რომ ჩანს და შავიც. გამრჩევი თქვით თქვენ ოღონდ, გამრჩევი...”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42