გაუთვალისწინებელი ვირუსით ინფიცირების შესაძლებლობა გაიზარდა
მსოფლიო - 12:46, 07 Mar, 2013     739
პირატული პროგრამის შოვნას ფულის დაზოგვის მიზნით, გაუთვალისწინებელი ვირუსით ინფიცირების შესაძლებლობა ყოველი სამი მომხმარებლიდან ერთს და ყოველი ათი კომპანიიდან სამს ემუქრება.

IDC-ის კვლევა, რომელსაც "ყალბი და პირატული პროგრამების საშიში სამყარო" ეწოდება, დღეს Microsoft-ის ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების" გლობალური ინიციატივის ფარგლებში გამოქვეყნდა, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება პირატულ პროგრამებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ.

როგორც კვლევა მიუთითებს, აღნიშნული ინფიცირების შედეგად მომხმარებლებს მოუწევთ 1.5 მლრდ საათის და 22 მლრდ აშშ დოლარის დახარჯვა ვირუსული პროგრამის მიერ მიყენებული ზიანის იდენტიფიკაციაზე, აღმოფხვრასა და კომპიუტერული სისტემის აღდგენაზე, მაშინ, როცა გლობალური კომპანიები 114 მლრდ აშშ დოლარს დახარჯავენ დამაზიანებელი პროგრამებით გამოწვეული "კიბერშეტევის" ზემოქმედების აღმოფხვრაზე.

გლობალური კვლევის შედეგად გააანალიზდა 270 ვებგვერდი და შედარებულ იქნა მსგავსი (P2P) ქსელები, ასევე შესწავლილ იქნა ჩამოტვირთული 108 პროგრამა და 155 CD ან DVD, გამოიკითხა 2,077 მომხმარებელი და ინფორმაციული ტექნოლოგიების 258 მენეჯერი ან ინფორმაციული დირექტორი ბრაზილიაში, ჩინეთში, გერმანიაში, ინდოეთში, მექსიკაში, პოლონეთში, რუსეთში, ტაილანდში, გაერთიანებულ სამეფოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პირატული პროგრამებიდან, რომლებიც არ მოჰყვება კომპიუტერს, 45 %-ს წყარო ინტერნეტია და ამ პროგრამების 78% ჩამოტვირთულია ვებ-გვერდებიდან ან P2P ქსელებიდან, მათ შორისაა გარკვეული ტიპის ჯაშუშური პროგრამები, ხოლო 36% შეიცავდა ე.წ. “ტროას ცხენს“ და სარეკლამო უფასო პროგრამებს.

"კიბერდანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ გამყალბებლები პროგრამის კოდის მანიპულაციის საშუალებით მასში "აკერებენ" დამაზიანებელ პროგრამას. ზოგიერთი დამაზიანებელი პროგრამა აღრიცხავს პირის მიერ კლავიშზე თითოეულ დაჭერას, რაც "კიბერდამნაშავეებს" საშუალებას აძლევს, მოიპარონ "მსხვერპლის" პირადი და ფინანსური ინფორმაცია ან დისტანციურად რთავს ინფიცირებულ კომპიუტერზე მიკროფონს ანდა ვიდეოკამერას, რაც "კიბერდამნაშავეს" საშუალებას აძლევს მოისმინოს და დაინახოს თუ რა ხდება "მსხვერპლის" საკონფერენციო დარბაზში ან სასტუმრო ოთახში. საკუთარი თავის და ქონების დაცვის საუკეთესო საშუალებაა კომპიუტერის შეძენისას ორიგინალი პროგრამული უზრუნველყოფის მოთხოვნა", - აღნიშნავს Microsoft-ის კიბერდანაშაულის ცენტრის მთავარი კონსულტანტი დევიდ ფინი.

კვლევაში რესპონდენტი ფიზიკური პირების 64%-მა იცოდა, რომ ვინც გამოიყენა პირატული პროგრამა, აღმოჩნდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე; 45%-მა აღნიშნა, რომ არალიცენზირებული პროგრამები ანელებდა მათ პერსონალურ კომპიუტერებს და საჭირო იყო პროგრამული უზრუნველყოფის გადაყენება; რესპონდენტების 48%-მა აღნიშნა, რომ პირატულ პროგრამებთან დაკავშირებით მათი მთავარი პრობლემა მონაცემების დაკარგვა იყო; 29%-ს ყველაზე მეტად პირადი ინფორმაციის მოპარვა აწუხებდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ არალიცენზირებული პროგრამების საფრთხის შემცველ პროგრამებთან გაერთიანება დამნაშავეების ახალი მეთოდია კომპიუტერის იმ მომხმარებლებზე სანადიროდ, რომლებიც არ იცნობენ აღნიშნულ საფრთხეებს.

IDC-ის ტექნიკური აღწერა ასევე შეეხო კორპორაციულ კომპიუტერებზე საბოლოო მომხმარებლისთვის განკუთვნილი პროგრამების ინსტალაციის დონეს, რაც სამუშაო ადგილის ეკოსისტემაში საფრთხის შემცველი პროგრამების შეტანის კიდევ ერთ მეთოდს წარმოადგენს.

"მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერების 38% აღიარებს აღნიშნულის არსებობას, პერსონალის 57% აცხადებს, რომ ისინი ახდენდნენ პერსონალური პროგრამების ინსტალაციას ორგანიზაციის მფლობელობაში არსებულ კომპიუტერებზე. საგანგაშოა ის, რაც რესპონდენტებმა განუცხადეს IDC-ის წარმომადგენლებს, რომ მათ მიერ ინსტალირებული პროგრამების მხოლოდ 30% არ შეიცავდა პრობლემებს. საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერების 65% ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ მომხმარებლის მიერ ინსტალირებული პროგრამა ზრდის ორგანიზაციის უსაფრთხოების წინაშე არსებულ რისკებს. საწარმოში ბევრისთვის მომხმარებლის მიერ ინსტალირებული პროგრამა შეიძლება იყოს შემაფერხებელი წერტილი ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით", - აცხადებენ კვლევის ავტორები.

დამაზიანებელი პროგრამების შესახებ დანატებითი ინფორმაცია მომხმარებელს შეუძლია იხილოს ვებგვერდზე www.microsoft.com/security

ცნობისთვის, Microsoft (Nasdaq "MSFT") 1975 წელს დაარსდა და ის პროგრამული უზრუნველყოფის, მომსახურების და გადაწყვეტების ლიდერია მთელ მსოფლიოში, რომელიც კერძო პირებს და კომპანიებს მათი სრული პოტენციალის რეალიზაციაში ეხმარება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42