რაც უკრაინაში ხდება არის ევროპის სუსტი რეაქციის შედეგი საქართველოში 2008 წლის აგრესიაზე- ხიდაშელი
პოლიტიკა - 10:37, 12 Sep, 2015     1443
უსაფრთხოების თემაზე ესტონეთში გამართულკონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და რუსეთის მხრიდან საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე ისაუბრა.

„ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება არის ევროპის სუსტი რეაქციის შედეგი, რომელიც მას საქართველოში რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიაზე ჰქონდა. 7 წლის შემდეგ, რუსული აგრესია და დესტრუქციული ნაბიჯები ისევ გრძელდება. მცოცავი აგრესია საქართველოში სახეზე გვაქვს... ის, რაც უკრაინაში ხდება, არ არის უბრალოდ კონფლიქტი. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ - ეს არის ომი უკრაინის წინააღმდეგ,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია „თავდაცვის სწავლების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ ორგანიზებული კონფერენცია ფართო სადისკუსიო ფორმატია ესტონეთში, რომელიც სემინარებისა და კონფერენციების გზით საგარეო პოლიტიკის საკითხებისა და გლობალური გეოპოლიტიკური პროცესების ანალიზს უწყობს ხელს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს კონფერენცია ადგილია, საიდანაც ეფექტურად და ზუსტად შეიძლება გზავნილების მიწოდება საერთაშორისო საექსპერტო საზოგადოებისა და ევროპელი ლიდერებისთვის, რომლებიც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ეფექტიანობაზე აგებენ პასუხს.

„რუსული საინფორმაციო-პროპაგანდისტული მანქანის მიზანია, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გადატანა საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებიდან - მცოცავი ოკუპაცია საქართველოში და სამხედრო აგრესია უკრაინაში. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს მშვიდად ყოფნის დრო... ამ ფორუმიდან კიდევ ერთხელ მოვუწოდე საერთაშორისო თანამეგობრობას, იყოს ადეკვატური არსებული პოლიტიკური რეალობის მიმართ და იმოქმედოს პროაქტიულად. მნიშვნელოვანია, მოსკოვმა ერთდროულად გადაიხადოს ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი საქართველოში, უკრაინაში და ყველგან, სადაც, ის იყო უბედურებისა და ტრაგედიის მიზეზი“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

„სესია ძალიან საინტერესო იყო. მინისტრმა ღიად ისაუბრა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ნატოში გაწევრიანებაზე, რუსეთზე... საუბარი შეეხო ურთიერობებს უკრაინასთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ასევე პრობლემებისა და გამოწვევების ფართო სპექტრს. მნიშვნელოვანი იყო მინისტრის გზავნილი. იგი საქართველოს აქტიურად ლობირებს, სტუმრობს ნატოს წევრ ქვეყნებს და ხვდება ლიდერებს, რათა ვარშავის სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ“, - განაცხადა „თავდაცვის სწავლების საერთაშორისო ცენტრის“ დირექტორმა იური ლუიკმა.

„კონფერენციაზე საუბარი შეეხებოდა საფრთხეებს, რომელიც დღევანდელ ევროპას ემუქრება, მოლოდინებს ვარშავის სამიტიდან, გზას, რომელიც უნდა გაიაროს არა მხოლოდ საქართველომ, არამედ ევროპულმა ქვეყნებმა უსაფრთხოების უფრო მეტი გარანტიების შესაქმნელად. პრობლემები უზარმაზარია. ჩვენი ამოცანაა, საქართველო ევროპის უსაფრთხოების იმ ერთიან არქიტექტურაში ჩაეწეროს, რომელშიც დღეს მსოფლიოს წამყვანი ძალები მსჯელობენ. ასეთი ტიპის დისკუსიები შესაძლებლობას იძლევა, რომ შენი მოსაზრებები, ხედვები, დამოკიდებულებები, საფრთხეები, რომელსაც გრძნობ, უფრო დიდ აუდიტორიას გააცნო, რადგან შემდეგ ეს ხალხი სხვა აუდიტორიებთან იმავე არგუმენტებით ისაუბრებენ. ამიტომ, ვფიქრობ, არცერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა ამგვარი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვას, რომ შემდეგ მათი გავლენა სხვა აუდიტორიებთან სასაუბროდ გამოიყენოს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

კონფერენციის დასრულების შემდეგ თინათინ ხიდაშელმა ესტონეთის და ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. უცხოელი ჟურნალისტები ძირითადად რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობით და ჩვენი ქვეყნის ბალტიისპირეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებით დაინტერესდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42