CRCC-მ საქართველოს რკინიგზასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
პოლიტიკა - 18:26, 11 Sep, 2015     1416

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციამ (CRCC) საქართველოს რკინიგზასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა - ხელმოწერის ცერემონიას პეკინში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციის (CRCC) ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან ერთად თანამშრომლობის გაღმავების პერსპექტივები განიხილა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებულ აქცენტს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე აკეთებს. მანვე ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოსა და საიმედო საერთაშორისო რეიტინგებზე და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

"ეს ჩემი პირველი ვიზიტია ჩინეთში, თუმცა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურდა სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების დინამიკა.მთავრობის წევრებმა ჩემი დავალებით გამართეს არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება და სერიოზულ აქცენტს ვაკეთებთ ეკონომიკაზე,"-აღნიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პერპექტივებზე და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ინიციატივას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

მხარეებმა ანაკლიის პორტის პროექტის შესახებაც ისაუბრეს. ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციამ გამოხატა დაინტერესება ანაკლიის პორტით.

ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში სტუმრობა არის გარანტი ერთობლივი პროექტების აქტიური განხორციელებისა.

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის განმარტებით, უმსხვილეს კომპანია CRCC-თან თანამშრომლობა საქართველოსთვის პრიორიტეტულია. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთანამშრომლობით უკვე მიღწეული შედეგი, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, კიდევ უფრო გააქტიურდება.

შეხვედრას ჩინეთის მხრიდან ჩინეთის განვითარების ბანკის წარმომადგენელიც დაესწრო. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩინეთის განვითარების ბანკი საიმედო პარტნიორად განიხილოს.

კორპორაცია CRCC-ი 500 უმსხვილეს კომპანიას შორის მე-80 ადგილზეა მსოფლიოში კაპიტალის ბრუნვით, ხოლო კონტრაქტების რაოდენობით- მე-18 ადგილზე. კორპორაციის წლიური ბრუნვა 130 მილიარდ დოლარს აღემატება. CRCC-ი, რომლიც 1949 წლიდან ოპერირებს, ცნობილია იმით, რომ მშენელობაში იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. კომპანიის მიერ აშენებულია 60 ათას კილომეტრზე მეტი გზა ჩინეთში, ყველაზე მაღალი რკინიგზა, ყველაზე დიდი თაღიანი ხიდი...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42