„კოალიცია ერთიანი არასოდეს ყოფილა. მისი ერთიანობა ყოველთვის აბსოლუტური ილუზია იყო. როცა იქმნებოდა, იგი მაშინვე ეკლექტური იყო. თუმცა მაშინ თანაცხოვრების პერიოდში ეს წინააღმდეგობები უკანა პლანზე გადადიოდა, რადგან ერთიანი მიზანი იყო შესასრულებელი- რეჟიმის დამარცხება.
დაფუძნების დღიდან კოალიციაში ფუნდამენტური წინააღმდეგობებია. დღეს ეს უკვე აშკარად გამოვლინდა. ერთადერთი რაც ამ ადამიანებს აერთიანებთ, საკუთარი უსუსურობის განცდაა. კოალიციაში შემავალ არც ერთ პარტიას არ შეუძლია ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტისგან დამოუკიდებლად არჩევნებში რაიმე ტიპის წარმატებას მიაღწიოს. სწორედ ამ უსუსსურობის განცდის გამო, მიუხედავად ურთიერთუპატივცემულობისა და ზოგიერთ შემთხვევაში ურთიერთზიზღისაც კი, ისინი იძულებულნი არიან ერთ ოთახში ისხდნენ.
გადახავენ თუ არა არჩევნებამდე იმ ზღვარს, რომლის მიღმაც მათი ერთად ყოფნა შეუძლებელი იქნება არავინ იცის. მათი შემაკავშირებელი ცემენტი უსუსურობის განცდაა, მაგრამ არაა გამორიცხული ამის მიუხედავად მაინც დაიშალონ“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
წყარო „რეზონანსი“
მასალის გამოყენების პირობები






