"თავისით მოგორავს ხელისუფლება, ერთი რამაა მხოლოდ ბუნდოვანი-ვისთან მიგორდება იგი"
სოც.მედია - 17:59, 11 Sep, 2015     1812
ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე კახეთში რთველთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელში საუბრობს. მისი თქმით მევენახეობის დარგი საქართველოში მთლიანად გაკოტრებულია და ამაში მთავრობაა დამნაშავე.

„რასაც დასთეს, იმას მოიმკი!
ახია მთავრობაზე!
როცა აკეთებ იმას, რომელიც შენი საქმე არ არის, როცა აწესებ ყურძენზე ფასს, რომელიც შენი საქმე არ არის, როცა ყიდულობ საქონელს და კიდევ უფრო მეტ თანხას ანიავებ მის გადასამუშავებლად და რაც ასევე შენი საქმე არ არის, გგონია ყოველთვის მიიღებ ამისგან დივიდენდს?
ყურძნის რეალური ფასი, თუ გამოვაკლებთ მთავრობის მიერ დაწესებულ წანამატს (სუბსიდია) და თუ სახელმწიფო არ განახორციელებდა შესყიდვებს( რაც, როგორც უკვე ვთქვი, მისი საქმე არ არის) არის თეთრ ყურძენზე დაახლოებით 15-20 თეთრი (60 თეთრს მინუს 35 თეთრი სუბსიდირება, მინუს 5-10 თეთრი, სახელწიფოს მიერ ყურძნის შესყიდვის ეფექტი), შავ ყურძენზე 60-65 თეთრი. ეს იმას ნიშნავს, რომ მევენახეობის დარგი საქართველოში მთლიანად გაკოტრებულია. ამაში მთავრობაა დამნაშავე. ესაა არასწორი აგრარული პოლიტიკის შედეგი, როცა მილიარდები იხარჯება ბიუჯეტიდან შესაბამისი უკუგების გარეშე, როცა უაზრო სუბსიდირებას ახდენდა ხვნა-თესვით დაწყებული, ღვინის ქარხნების პირდაპირი დაფინანსებით დამთავრებული და ქმნიდა პროდუქციას საწყობისათვის. დამნაშავეა რუსული ბაზრის იდეალიზებისა და ელემენტარი პროგნოზირების უნარის არქონის გამო.
ხვალ დენის სუბსიდირებით იქნება უკმაყოფილება ხალხი, ზეგ გაზის, მერე ციტრუსების და ვაშლის, წყლის ფასიც აუცილებლად მოიმატებს, რადგან ვერ მიხედეს ლარის კურსს და ეროვნულ ბანკთან ბრძოლას და ფინანსური ძალაუფლების განმტკიცებას მოახმარეს მთელი ენერგია.
სუბსიდირებით კი არა ლამის ლასვეგასივით ბათუმი ააშენა წინა ხელისუფლებამ, მაგრამ მაინც წააგო არჩევნები.
საბოლოოდ იგებს ის, ვინ მოქმედებს დანტეს პრინციპით: "იარე შენი გზით და დაე ადამიანებმა რაც უნდა თქვან"!
ოპოზიციური პარტიებიც პოპულისტობენ და ქულებს იწერენ. აბა რა ეგონათ. ასეთია ოპოზიციის ლოგიკა, თუ მასეთია ხელისუფლების ლოგიკა!
თავისით მოგორავს ხელისუფლება. მხოლოდ დახრა და აღება გახდება საჭიროა. ერთი რამაა მხოლოდ ბუნდოვანი-ვისთან მიგორდება იგი.“- წერს რომან გოცირიძე ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42